თემის ინვესტირების პროგრამა - West (CIP-W)

Печать PDF

თემის ინვესტირების პროგრამა - West (CIP-W)

“სამოქალაქო ინვესტიციის პროგრამა – დასავლეთი”

პროგრამის შესახებ

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს ამ პროგრამას CARE ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა საკმაოდ მაშტაბურია, რადგან ის ითვალისწინებს წალკისა და ახალქალაქის სოციალურ – ეკონომიკურ განახლებას.

კონფლიქტოლოგიის ცენტრის როლი პროგრამაში

კონფლიქტოლოგიის ცენტრის ამოცანაა სამოქალაქო და სოციალური სფეროების გაძლიერება ტრეინინგების ცატარების და სოციოლოგიური კვლევების გზით. რაც შეეხება ტრეინინგებს, 2005 წელს, კონფლიქტოლოგიის ცენტრმა განახორციელა საკმაოდ საინტერესო პროგრამა ახალციხესა და წალკაში. აქტივობები დაიწყო 2005 წლის ივლისში, სოფელ წნისის ქალთა მიზნობრივ ჯგუფებთან. ქალთა გაძლიერების ტრეინინგი საკმაოდ წარმატებული იყო და შეძენილმა უნარებმა საშუალება მისცა ტრეინინგის მონაწილეებს, სოფელში საკუთარი პროექტების განხორციელება დაეწყოთ.

2005 წლის შემოდგომაზე კონფლიქტოლოგიის ცენტრის ტრენერებმა შეარჩიეს ჯგუფები ახალციხესა და წალკაში, მედიაციის მოწინავე ტრეინინგის ჩასატარებლად, რომელიც გაიმართა თბილისში და მონაწილეთა მიერ შეფასებულ იქნა, როგორც ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო ზემოხსენებული მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური პროფილის მქონე რეგინობისთვის.

ტრეინინგების მონაწილეებ მა გააცნობიერეს თვითოეული რეგიონის მოსახლეობისთვის მედიაციის მზარდი მნიშვნელობა. ამ მიზეზით, კონფლიქტოლოგიის ცენტრი აპირებს გამოსცეს ბროშურა მედიაციაზე, რომელშიც ახსნილი იქნება შემდეგი საკითხები: რა არის მედიაცია, რაში გვჭირდება ის, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ მედიაცია, ვინ არის მედიატორი, მედიაციის წარმატება და სხვ. ტერინინგის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ამ სახის სამუშაოს ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამის მიღწევებისთვის და მედიაციის ტრეინინგის შედეგებისთვის. ბროშურა გამოიცემა ქართულ და რუსულ ენებზე.

კონფლიქტოლოგიის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების მიზანია წალკის და ახალციხის ადგილობრივი მოსახლეობის საზრუნავის დემონსტრირება, მათი პრობლემებისა და მოთხოვნილებების დადგენა.

დააკლიკეთ ფოტოზე