სტამბულის პროცესი გრძელდება

Печать PDF

სტამბულის პროცესი გრძელდება

სტამბულის პროცესის მეორე რაუნდის მონაწილეებმა(2009 წლის 6-7 ნოემბერი) განიხილეს, რა რუსულ-ქართული ურთიერთობების ფართო სპექტრი, რეგიონალური კონტექსტის გათვალისწინებით მივიდნენ შემდეგ დასკვნებამდე:

  • რუსულ-ქართული ურთიერობები განიცდიან ღრმა კრიზისს, რომელიც უკიდურესად დამძიმდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. კრიზისი ნეგატიურად მოქმედებს რეგიონალური პრობლემების ფართო კომპლექსზე;
  • კრიზისის განუხტვისათვის რუსულ-ქართულ დიალოგს არ გააჩნია ალტერნატივა;
  • რუსულ-ქართული დიალოგი უნდა განვითარდეს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, მასში არ უნდა არსებობდეს განხილვისათვის დახურული თემები;
  • საზოგადოებრივი ეფექტის მიღწევისათვის აუცილებელია დიალოგის პროცესის განვითარება სხვადასხვა ფორმატში და საოგადოების სხვადასხვა ფენებში. ამ პროცესში წამყვანი როლი ეკისრება სამოქალაქო საზოგადოებას;
  • დიალოგის პროცესი უნდა განვითარდეს ნაბიჯნაბიჯ, რათა მიღწეული იქნას მთავარი მიზანი - რუსულ-ქართული ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზება;
  • არსებობს მხარეებისათვის მისაღები, აფხაზური და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარების პერსპექტივა. პრობლემები უნდა მოგვარდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაო პრინციპების გათვალისწინებით;
  • პროცესში ჩართულმა მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ იძულებით გადაადგილებულთა დაბრუნებას საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე;
  • განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მილიტარიზაცია, ამ სახიფათო პროცესის საწინააღმდეგოდ საჭიროა საზოგადოებრივი აზრის მობილიზება და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების მიღწევა;
  • განსაკუთრებულად აუცილებლობას წარმოადგენს საინფორმაციო ველის შექმნა, ზემოთხსენებული პრობლემებისა და მიმართულებების შესახებ საზოგადოებრივი დისკურსის განვითარებისათვის.

დააკლიკეთ ფოტოზე