ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად და დაპირისპირებული მხარეებისთვის სამოქალაქო საზოგადოების პოზიციების უკეთ გასაცნობად 47 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არჩეულ იქნა 15-წევრიანი ნდობის ჯგუფი, რომელმაც შეხვედრები ჩაატარა როგორც არასაპარლამენტო, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან (მათ შორის, მინისტრ დიმიტრი შაშკინთან), საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან, ელჩებთან (პიტერ სემნები, ერიც ფურნიე, ივან იესტრაბ და სხვ.). ნდობის ჯგუფის საქმიანობა მასმედიის ყურადღების ფოკუსშია.
2009 წლის 9 ივნისს სვეტიცხოვლის საზაფხულო რეზიდენციაში შედგა ნდობის ჯგუფის შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან. გამართული საუბრის დროს მისმა უწმინდესობამ დასძინა, რომ ნდობის ჯგუფს აკისრია ზალზე მნიშვნელოვანი ამოცანა და მხარდაჭერა გამოუცხადა მის საქმიანობას.