1990-იან წლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა: სომხეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ მოიპოვეს დამოუკიდებლობდა და სუვერენობა. მას შემდეგ ამ სახელმწიფოებმა აირჩიეს დემოკრატიული მმართველობის გზა (კონსტიტუციის მიღება, ხელისუფლების დანაწილება და სხვ.) სამოქალაქო საზოგადოება (არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორის განვითარება და დამოუკიდებელი მასმედია) და ლიბერალური ეკონომიკა (თავისუფალი ბაზარი). თუმცა, ამჟამად სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიური, სოციალური და კულტურული ცვლილებების პერიოდია. 90-იანი წლების შემდეგ საზოგადოებაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ხარისხობრივ და რაოდენობრივ ცვლილებებს, რომლებიც უკავშირდება რამოდენიმე ძირითად ფაქტორს:
ზემოხსენებული საკითხებს შორის, ყველაზე მწვავე გამოწვევას წარმოადგენდა შეიარაღებული კონფლიქტები, რომლებმაც ერთის მხრივ, უზარმაზარი ადამიანური და ეკონომიკური რესურსები წაიღო, და მეორეს მხრივ გამოიწვიეს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სიდუხჭირე. მას შემდეგ, რაც კონფლიქტის დროს მიღწეულ იქნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები (მთიან ყარაბახში 1994 წლის მაისში; აფხაზეთში 1993 წლის ივლისში – თუმცა დაარღვიეს 1993 წლის სექტემბერში და აღადგინეს 1994 წლის აპრილში, და სამხრეთ ოსეთში 1992 წლის ივნისში), საერთაშორისო საზოგადოებრიობას დიდი ძალისხმევა დაჭირდა კონლიქტის საბოლოოს გადასაჭრელად, რაც უმთავრესად კონფლიქტური მხარეების პოლარიზებულ და დაპირისპირებულ მოსაზრებებთან შეჯახებას იწვევდა. აგრეთვე, ამ კონფლიქტებმა მოახდინეს დიდი გავლენა საზოგადოებებზე, გამოიწვიეს ნეგატიური განცდები, გააძლიერეს არსებული ნეგატიური სტერეოტიპები და ზოგადად ნაციონალიზმი.
აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტი მთიანი ყარაბახის გამო, საქათველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შედეგად შემდეგი საკითხები იქცა ძირითად ფაქტორებად სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების განვითარებაში:
სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები ამჟამად იღწვიან კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით გადაწვეტისკენ, თუმცა სრულიად დარწმუნებულნი ვერ იქნებიან სტაბილურობასა და მშვიდობიანი პროცესის შეუქცევადობაში. საზოგადოება "არა ომი, არა მშვიდობა" სრულიად განსხვავდება საზოგადოებისგან, რომელიც საომარ მდგომარეობაში იმყოფება და საზოგადოებისგან, რომელიც მშვიდობაინ მდგომარეობაშია. უპირველეს ყოვლისა, განსხვავებები მდგომარეობს საზოგადოების ინსტიტუციონალურ სტრუქტურაში: ფასეულობები, სტერეოტიპები, მოლოდინები, ქცევის მიღებული მოდელები, სოციალური და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები და ზოგადად საზოგადოებრივი აზრი. საზოგადოება "არა ომი, არა მშვიდობა" თავისთავად დინამიური ფენომენია, რომელსაც საკუთარი განვითარების საფეხურები აქვს და თვითტრანსფორმაციის პოტენციალი, აქვს უნარი მიმართოს რეგიონული საზოგადოების რთული აღქმები მოვლენებისა და პროცესებისკენ, რომლებიც კონფლიქტის პოტენციალს უკავშირდება.
ამგვარად, კონფლიქტების ტვირთი და სხვა სოციალური პრობლემები იწვევს ცვლილებებს სოციალურ ქცევებში და იმპერატივებში. ცვლილებათა ხასიათი და ვექტორი იდენტიფიცირებას საჭიროებს. პოზიტიურ ასპექტში, ეს მიმართული უნდა იყოს რეგიონში სხვადასხვა საზოგადოებების უსაფრთხოების, მშვიდობიანი თანაარსებობის და თანაგანვითარების დამტკიცების იდეისკენ.