ქეისი - წნისის ქალთა ჯგუფი

Печать PDF

ქეისი - წნისის ქალთა ჯგუფი

წარმოდგენილი ანალიზი ეხება ახალციხის რაიონის სოფელი წნინსის სანერგე მეურნეობის ჯგუფს, როგორც შემთხვევას. ჯგუფის წევრები ქალები არიან, ამიტომ შემდგომში მოვიხსენიებთ, როგორც ქალთა ჯგუფს. ჩვენ გვინდა შემთხვევა განვიხილოთ, როგორც აღწერითი და ნაწილობრივ ახსნითი ქეის სტადი, ანუ შემთხვევის ანალიზი და შესაბამისად გავცეთ პასუხები შეკითხვებს "როგორ" და "რატომ".

 

შემთხვევა წარმოდგენილი იქნება, როგორც სათემო ინიციატივის/ მობილიზაციის მაგალითი. ასევე, რადგან შემთხვევა ეხება ქალთა ჯგუფს, ჩვენ შევეცადეთ წარმოგვედგინა იგი გენდერული განვითარების კონცეფციის ჭრილშიც, როგორც ქალთა უფლებამოსილების ზრდისა და გენდერული თანსწორობის მიღწევის ნიმუში.

შემთხვევა განხილული იქნება, როგორც ერთეული შემთხვევა (სინგლე ცასე), თუმცა ანალიზისას მოცული იქნება გარეშე ფაქტორებიც. აღნიშნული შემთხვევის ანალიზი მოიცავს 9 თვის პერიოდს - 2005 წლის ივლისიდან 2006 წლის აპრილამდე, ამდენად შეიძლება განვიხილოთ, როგორც ლონგიტიუდური კვლევა. მოხდება მდგომარეობის შედარება კვლევის დასაწყისსა და ბოლოს შორის. გარდა წმინდა კვლევითი სამუშაოსი, ჩვენს მიერ საკვლევი ჯგუფის მიმართ განხორციელებულია რიგი მოქმედებებისა: ფოკუს ჯგუფი, ტრენინგი, შეხვედრები - ამდენად საკვლევ პროცესში ჩვენ აგენტის როლიც გვქონდა, რაც ასევე აისახება ანალიზში.

კვლევისა და ინტერვენციის მთელი პროცესი ოთხი ეტაპის სახით შეიძლება წარმოვადგინოთ.

"ქეის სტადის" სქემა

  • საკვლევი საკითხისა და ანალიზის ერთეულის განსაზღვრა
  • მონაცემთა შეგროვება
  • მოქმედება
  • მიღწევების ინტერპრეტაცია

სრული ტექსტი >>>

დააკლიკეთ ფოტოზე