მრგვალი მაგიდა: სოლიდარობა

Печать PDF

მრგვალი მაგიდა: სოლიდარობასამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და გაძლიერებისა პროგრამის ფარგლებში კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი მასპინძლობს დისკუსიების სერიას: ლიბერალური ღირებულებები და დემოკრატიული ტანსფორმაცია. დისკუსიების მიზანია ხელი შევუწყოთ ლიბერალური დისკურსის შექმნასა და გაძლიერებას საქართველოში, ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესში ბევრი ადამიანი ჩაერთოს და გაფართოვდეს სადისკუსიო ტემების სპექტრი. პირველი დისკუსია, რომელიც 2009 წლის 30 ივნისს მოეწყო კონფლიქტორლოგიის ცენტრში სოლიდარობის თემას შეეხო.

 

ჩვენი დიკუსიის მიზანია გავშალოთ და გავაფართოვოთ სოლიდარობის საზღვრები და განსაზღვრებები. განვიხილოთ სოლიდარობა, როგორც ღირებულება, და ასევე შევეცადოთ მოვძებნოთ სოლიდარობის ფორმები, გზები და მიღწევის ინსტრუმენტები ჩვენს საზოგადოებაში. ვიმსჯელოთ სოციალური სოლიდარობის საჭიროებაზე.

 

 

ძირითადი საკითხები

  • რა არის სოლიდარობა
  • სოლიდარობა, როგორც ღირებულება
  • სამოქალაქო საზოგადოება და სოლიდარობა
  • სოლიდარობა - ქალები, რელიგიის სფერო, საზოგადოებრივი პროცესები, დემოკრატიზაცია

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ჟურნალის "დრო მშვიდობისას" შემდეგ ნომერში იხილეთ ვრცელი წერილი აღნიშნული დისკუსიის შესახებ.

დააკლიკეთ ფოტოზე

მომხსენებლები:

  • ნინო ციხისთავი – ექსპერტი გენდერულ საკითხებში
  • ემზარ ჯგერენაია - სოციოლოგი
  • ნინო ცინცაძე, ჟურნალ "სოლიდარობის" რედაქტორი

დიკუსიის მონაწილეები:

  • გიორგი ხუციშვილი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი
  • ნინო ციხისთავი
  • დათო ბუხრიკიძე
  • ემზარ ჯგერენაია
  • ლაშა ბაქრაძე
  • ბექა მინდიაშვილი, ტოლერანტობის ცენტრი, თეოლოგი
  • გაგა ნიჟარაძე, ფსიქოლოგი
  • შორენა ლორთქიფანიძე
  • ნანა ბერეკაშვილი, ექსპერტი გენდერულ საკითხებში
  • თინა ასათიანი, კონფლიქტოლოგი
  • ნინო ცინცაძე, ჟურნალ "სოლიდარობის" რედაქტორი
  • კახა კურტანიძე, მღვდელი, თეოლოგი
  • ეკა ჯაველიძე, ფსიქოლოგი
  • ლევან შატბერაშვილი, ფსიქოლოგი
  • გიორგი ცხვიტავა, ჟურნალისტი
  • ლელა ქართველიშვილი