გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტის პრევენციისათვის

Печать PDF

გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტის პრევენციისათვის კოორდინირებული ECCP-ის მიერ,  რეგიონული პროცესი კავკასიაში კოორდინირებული ICCN –ის მიერ

რეგიონული პროცესი კავკასიაში და არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალური კონფერენცია გაეროს შტაბ-ბინაში

სოესტერბერგის (ჰოლანდიის) 2003 წლის შეხვედრაზე გადაწყდა გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტის პრევენციისათვის პროგრამის განხორციელება, რის შემდეგაც დაიწყო რეგიონული პროცესი კავკასიაში. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი ICCN კოორდინირებას უწევს რეგიონალ პროცესს სამხრეთ კავკასიაში, მაშინ როდესაც არაძალადობრივი საერთაშორისო – ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები კოორდინირებას ახდენენ ჩრდილოეთ კავკასიაში. კავკასიის რეგიონული ინიციატორის მიერ წარმოდგენილი რეგიონული პროცესის სტრატეგია და აქტივობები განხორციელებულ იქნა რეგიონული აქტორების მიერ.

მოსამზადებელი პროცესის პირველი ფაზის განმავლობაში (2003 წლის ოქტომბერი – 2004 წლის თებერვალი) არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი ქსელები, იხევე როგორც აკადემიკოსები/ექსპერტები ჩართულნი ამ რეგიონალ პროცესში უზიარებდენ ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას ამ სფეროში და განიხილავდენ მოსაზრებებს რეგიონში კონფლიქტის პრევენციის პრობლემატიკასთან დაკავშირებით. მათ ასევე წარმოადგინეს რეალისტური იდეები მოქმედების პოტენციალთან მიმართებით.

კავკასიის პირველი რეგიონალური შეხვედრა გაიმართა 2004 წლის 25-27 თებერვალს, ლიკანში (საქართველო). ამ შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ქსელების წარმომადგენლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან და ასევე აკადემიკოსები და ექსპერტები. გაეროს, ეუთოს და კავკასიის რეგიონში მოქმედი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და ფინანსური ინსტიტუციების წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზღვარგარეთიდან კონსულტაციების მიღების ხელშემწყობ და რეგიონალი ფორმატისთვის გათვალისწიენბული რეკომენდაციების მიღების პროცესში. შეხვედრის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს და შემდგომში გააუმჯობესეს რეგიონული განაწესის მონახაზი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განსაზღვრეს რეგონული და სუბ-რეგიონული პრიორიტეტები და დაადგინეს შემდეგი თემატური ჯგუფები: 1) ურთიერთქმედება/თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებას, მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის. 2) არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი; 3) ადამიანის უფლებები; 4) პრევენციული ღონისძიებები; 5) ქალის როლი კონფლიქტის პრევენციაში. მთელი რეგიონალური პროცესი ამ თემატური ჯგუფების შესაბამისად.

კავკასიის რეგიონალური პროცესის მეორე ეტაპი ჩატარდა 2004 წლის ოქტომბერი – 2005 წლის მარტში. ეს ფაზა მოიცავდა შემდგომ კვლევას რეგიონში არსებული კონფლიქტების პრევენციის საკითხებზე, კვლევას სამოქალაქო საზოგადოების როლზე კონფლიქტების პრევენციაში, ასევე დისკუსიას არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელების ამ სფეროში გაძლიერების თაობაზე.

დააკლიკეთ ფოტოზე

როგორც კავკასიის რეგიონული მოსამზადებელი პროცესის განხორციელების ნაწილი, სამხრეთ რუსეთის რვა რეგიონის წარმომადგენელმა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციებმა ჩამოაყალიბეს ჩრდილოეთ კავკასიის სუბ-რეგიონალური მშვიდობის მშენებლობის პროცესის განაწესი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რომელიც განხილულ იქნა ნალჩიკში 2005 წლის 27-28 თებერვლის შეხვედრაზე. კონფლიქტის მართვისა და პრევენციის (WD) სამუშაო ჯგუფის კავკასიის განყოფილებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ პროცესის ქმედითი განაწესის დადგენაში. იმავე დროს არასამთავრობო ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელები სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მუშაობდენ სამხრეთ კავკასიის სუბ-რეგიონალური მოქმედების განაწესზე.

კავკასიის რეგიონალური კონფერენცია გაიმართა 2005 წლის 24 – 25 მარტს, თბილისში. ეს კონფერენცია GPPC –ში ჩართული ყველა წარმომადგენლის მონაწილეობით დასკვნით ხასიათს ატარებდა კავკასიის რეგიონალური პროცესისთვის. კონფერენციაზე წარმოდგენილ და მიღებულ იქნა სამხრეთ კავკასიის რეგიონული ქმედებების განაწესი, ისევე როგორც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონული ქმედებების განაწესიც. შემდგომში ეს დოკუმენტები გაერთიანებულ იქნა კავკასიის რეგიონული ქმედებების განაწესში, რომელიც 2005 წლის ივლისში ნიუ-იორკში წარედგინა საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონალური პროცესის მთავარი მოქმედი პირები მონაწილეობდენ 2005 წლის 9 - 21 ივლისის საერთაშორისო კონფერენციაში გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში. სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლებს, ისევე როგორც კონფლიქტურ ზონებს (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი) მიეცათ საშუალება გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის თავიანთი რეგიონალური გამოცდილება კონფლიქტის გადაწყვეტის და მშვიდობის მშენებლობის სფეროში.

ნიუ-იორკის კონფერენციის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის რეგიონების დაყოფა ორ ქვე-რეგიონად კავკასიის რეგიონული პროცესის ფარგლებში მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს პროცესის ეფექტურობას. ტექნიკური და ორგანიზაციული სირთულეები დაბრკოლებას უქმნიდა გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და მიღებული სამოქმედო გეგმების განხორციელებას. ფუნქციებისა და მოვალეობების დანაწილება ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ქვე-რეგიონებს შორის ხელს შეუწყობს აქტივობების წარმატებულ განხორციელებას რეგიონებში. თუმცა, ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ქვე-რეგიონები წარმოდგენილი იქნებიან ამ საერთაშორისო პროცესში, როგორც ერთიანი ინტეგრირებული კავკასიის რეგიონი.

რეგიონალური მმართველი ჯგუფის (RSG) სამუშაო შეხვედრა გაიმართა 2006 წლის 20-22 აპრილს თბილისში. შეხვედრაზე თავი მოიყარა 14 წარმომადგენელმა – მთავარი მოქმედი პირები რეგიონალ პროცესში, რომელთა მიზანი იყო გადაეხედათ შემდეგი საკითხებისთვის: 1) გლობალური კონფერენციის მიღწევები და ნაკლი; 2) რეგიონული სამოქმედო განაწესის განხორციელებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმის განვითარება; 3)GPPC –ის რეგიონალური სტრუქტურის დამტკიცება.

რეგიონულ შეხვედრაში მონაწილეებმა განიხილეს აგრეთვე მიმდინარე განვითარების პროცესები სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში და მიმოიხილეს სიტუაცია კონფლიქტურ ზონებში. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მიღებული რეკომენდაციების პრაქტიკაში განხორციელების აუცილებლობას. დადგენილ იქნა გრძელვადიანი სამოქმედო განაწესი (2006-2012) და შეიმუშავეს 2006-2008 წლების აქტივობების კონკრეტული გეგმა. სამოქმედო გეგმა ხაზს უსვამს დიალოგის აუცილებლობას კონფლიქტური მხარეების სამოქალაქო საზოგადოების მოქმედ პირებს შორის და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ხელისუფლებასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობის გათვალისწინებით. მთელი პროცესი და კონკრეტული აქტივობები განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: 1) დიალოგი და მედიაცია; 2) სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთქმედება რეგიონულ და გაეროს სააგენტოებთან; 3) სამშვიდობო განათლება; 4) ადრეული გაფრთხილება – ადრეული პასუხის სისტემები; 5) მმართველობა და დემოკრატიზაცია. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს უსაფრთხოების პრობლემებს, თუმცა მათ გამოხატეს თავიანთი ეჭვი იმის თაობაზე, ზეგავლენა მოეხდინათ, თუ ხელი შეეწყოთ ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტისთვის.