ადამიანის უფლებებისა დამცველი სამოქალაქო საბჭო

Печать PDF

The Civil Council for the Protection of Basic Rights and Freedomsადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დამცველი სამოქალაქო საბჭო დაარსდა 2005 წლის იანვარში. საბჭოს წარმოშობას წინ უძღოდა მოძრაობა რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ საქართველოში (Movement Against Religious Intolerance in Georgia (MARIG)), რომელიც 2003 წელს იქნა დაარსებული ICCN –ის მიერ როგორც საპასუხო რეაქცია იმ პერიოდში არსებული რელიგიური ფუნდამენტალიზმსა და ექსტრემიზმზე.

სამოქალაქო საბჭო წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც შედგება სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე კომიტეტებისაგან (იურიდიული, საგანმანათლებლო, საზოგადოებასთან ურთიერთობის).

სხვადასხვა ინიციატივებს შორის სამოქალაქო საბჭო მუშაობს საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების პრეზენტაციებზე. პრეზენტაციების მიზანია საზოგადოებაში არსებული რელიგიური მრავალფეროვნება გააცნოს ახალგაზრდებს. საზოგადოებაში რელიგიური მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის გაზრდა ხელს შეუწყობს არსებული შუღლისა და რელიგიური ჯგუფების მიმართ ნეგატიური განწყობების სიმძაფრის შემცირებას.

დააკლიკეთ ფოტოზე

სამოქალაქო საბჭოს ერთერთი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალ ინიციატივებს. ერთი ასეთი ინიციატივათაგანია "ქრისტიან ქალთა ინტერრელიგიური ცენტრის" დაარსებაში სხვადასხვა დენომინაციის წარმომადგენელი ქაებისათვის ხელშეწყობა. გარდა მისა, საბჭოს ხელშეწყობით დაარსდა ახალგაზრდული ორგჰანიზაცია "ახალგაზრდა ქრისტიანები მშვიდობისა და დემოკრატიისათვის." ამ ჯგუფების ხელშეწყობის ხელშეწყობა მხოლოდ დაარსებით არ სეომიფარგლება. მათ უტარდებათ ტრენინგები, კონსულტაციები და ეთმობათ საოფისე სივრცე და ტექნიკური ბაზა.