პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საქართველოში და მოსახლეობაში პოსტ-ტოტალიტარული მენტალიტეტის დაძლევა, რომელიც ხელს უშლის ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას ქართულ საზოგადოებაში. პროგრამაში გათვალისწინებული მიზნობრივი პრობლემები მოიცავს:
ეთნიკურ ნაციონალიზმს და ქსენოფობიას, რომელიც ხასიათდება ცრურწმენებით მეზობელი ერების მიმართ, ქვეყნის შიგნით უმცირესობებს და ფართოდ გავრცელებულ ეთნიკურ დისკრიმინაციას, გენდერულ დისკრიმინაციას ოჯახური ძალადობის ჩათვლით, და სხვ. ამგვარად, პროგრამა გულისხმობს მრავალფუნქციონალური ქსელის ამოქმედებას, რომელიც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების აქტორების ძლიერი გუნდების სინერგიას, რომლებიც თავის მხრივ სისტემურად და პროფესიონალურად იმოქმედებს შერჩეულ საქალაქო ცენტრებში, განსაკუთრებით მაღალი რისკის ზონებში მოსაზლეობის განათლების და ინფორმირების მხრივ.