
აბრაამ იოჰანეს მიუსტე (1885–1967), მშვიდობისმყოფელი, მეოცე საუკუნის ქრისტიანული არაძალადობის საუკეთესო მაგალითია. 1909 წელს იგი ჰოლანდიის რეფორმატორულ ეკლესიის ღვთისმსახურად აკურთხეს. ა. ი. მიუსტე რელიგიურ–პაციფისტური ორგანიზაციის "შერიგების თანამეგობრობა" აღმასრულებელი მდივანი იყო 1940–დან ვიდრე 1953–მდე.
მას ეკუთნის გამონათქვამი "არ არსებობს გზა მშვიდობისაკენ, მშვიდობა თავადაა გზა“. მიუსტე იყო ერთერთი მთავარი ორგანიზატორი ვიეტნამის ომის წინააღმდეგ გამართული ფართემასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლებისა. "ომის შემდეგ თავად გამარჯვებულია პრობლემა. მან ხომ დაამტკიცა, რომ ომი და ძალადობა წარმატებულია. აბა ეხლა ვინ უნდა ასწავლოს მათ?" 1941
ერთხელ ჯურნალისტმა ჰკითხა - "ნუთუ მართლა გჯერათ, რომ თეთრი სახლის წინ დღე და ღამე დგომით რამეს შეაცვლევინებთ ამ მთავრობას?" მიუსტემ უპასუხა: - "ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ ქვეყანა შევცალო, უბრალოდ არ მინდა რომ ამ ქვეყანამ ჩემი შეცვლა მოახერხოს."
"არ არსებობს გზა მშვიდობისაკენ, მშვიდობა თავადაა გზა" აბრაამ იოჰანეს მიუსტე