საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებზე
27 ოქტომბერი, 2024 წ. თბილისი, საქართველო
საქართველოში მყოფმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა შეაჯამეს ქვეყანაში ჩატარებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.
ეუთო/ოდირი
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წევრებმა ისაუბრეს იმ დარღვევებზე, რაც მათი დაკვირვებით გამოვლინდა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, არჩევნების დღეს.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 42 ქვეყნის წარმომადგენელი 529 დამკვირვებლით მუშაობდა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს.
მათ შორის იყო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოგზავნილი 380 ექსპერტი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 60 პარლამენტარი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია (PACE), ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 38-წევრიანი დელეგაცია (NATO PA).
27 ოქტომბერი, 2024 წ. - საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველო - საპარლამენტო არჩევნები, 2024 წლის 26 ოქტომბერი. მოხსენება წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ. წინასწარი დასკვნები.
11 ოქტომბერი, 2024 წ. - ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია საქართველო საპარლამენტო არჩევნები, 2024 წლის 26 ოქტომბერი. შუალედური ანგარიში 11 სექტემბერი – 9 ოქტომბერი, 2024.