კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

მადლობა

გიორგი ხუციშვილი (15 ნოემბერი, 1948 – 4 ოქტომბერი, 2013)

დღეს 75 წლისა გახდებოდა...

ნათელში იყოს მისი სული!

***

***

სამშვიდობო განათლებას საფუძველი 1987 წლიდან ჩაეყარა საქართველოში:

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ხუციშვილი 1980-იანი წლების ბოლოს და 90 იანი წლების დასაწყისში დაინტერესდა კონფლიქტოლოგიით. მაშინ ეს დარგი საქართველოში არ არსებობდა, მაგრამ დასავლეთში უკვე საკმაოდ იყო განვითარებული. იმ პერიოდში გიორგიმ დაიწყო მუშაობა თბილისის მენეჯერთა სკოლაში და პირველად სწორედ იქ შეიტანა კონფლიქტოლოგიის სასწავლო კურსი (1987 წ.). 1994 წლიდან დღემდე სამშვიდობო განათლების მიმართულებით კონფლიქტოლოგიის ცენტრმა (ICCN) საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში განახორციელა ტრენინგების პროგრამები, რომელთა მონაწილეები 15,000-ზე მეტს ითვლის.

სამშვიდობო ინფრასტრუქტურა 1992 წლიდან შეიქმნა საქართველოში:

1992 წელს დაარსდა ეროვნულ უმცირესობათა და ადამიანის უფლებათა სახელმწიფო კომიტეტი, სადაც სპეციალურად პროფესორ გიორგი ხუციშვილს გაუხსნეს "კონფლიქტების კვლევისა და ანალიზის ცენტრი". ამ დროს უკვე შეიარაღებული კონფლიქტები მძვინვარებდა საქართველოში, შესაბამისად, ცენტრი დიდი გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა და კონფლიქტების მეცნიერულ კვლევაზე ორიენტირებული პირველი სახელმწიფო სტრუქტურა იყო საქართველოში.

სამშვიდობო პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში:

1994 წლის 8 აგვისტოს, გიორგი ხუციშვილმა საქართველოში დააარსა პირველი დამოუკიდებელი პროფილური ორგანიზაცია, რომელმაც კონფლიქტების მეცნიერული შესწავლა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, სამშვიდობო პროცესის გაძლიერების მართულებით საქმიანობა წამოიწყო საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. გიორგი ხუციშვილის ინიციატივითა და 63 დამფუძნებელი წევრის მონაწილეობით შედგა კრება და დაფუძნდა "კონფლიქტოლოგიისა და მოლაპარაკებათა სტრატეგიის საერთშორისო ცენტრი" (ICCN). სამშვიდობო მედიაცია, თავისი ყველა ფორმითა და ინსტრუმენტით, დღეს ერთადერთ საშუალებად რჩება რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. მადლობა, რომ ეს საშუალება, გიორგი ხუციშვილის დაუღალავი, მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, დღეს ბუნებრივი და უალტერნატივო გახდა მთელს რეგიონში.

კი ევროპას! Yes to Europe!

არა რუსულ კანონს! No to russian law!