კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

შავი დღე, სისხლიანი ღამე - ხარკი რუსეთს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისაგან

SOS! SOS! SOS!

2023 წლის 7 მარტს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის მიღების შემდეგ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლი გამოიყენეს საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ხელებაწეული დგანან წყლის ჭავლის მანქანების წინ. სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს, სავარაუდოდ, ე.წ. "წიწაკის სპრეისაც". აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ. მათ სასწრაფო დახმარების ექიმები უწევენ სამედიცინო დახმარებას.