მშვიდობის ადვოკატირება კონფლიქტების პრევენციისთვის
ა.წ. 6 ოქტომბერს, შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური პარტნიორობის (GPPAC) სამხრეთ კავკასიის დიალოგის პროგრამის ფარგლებში ICCN-მა აზერბაიჯანის სამშვიდობო აქტივისტებისათვის გამართა ვებინარი თემაზე: „მშვიდობის ადვოკატირება კონფლიქტების პრევენციისთვის“.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამშვიდობო ადვოკატირების სპეციფიკა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები და მათი გამოყენების შესაძლებლობები ადგილობრივ კონტექსტში, განსაკუთრებით ყარაბახის კონფლიქტთან მომართებაში. აზერბაიჯანელმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სომეხ კოლეგებთან კონტაქტების სიმწირე დღეს წარმოადგენს გამოწვევას.
შეხვედრაზე აღინიშნა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონფლიქტის დასასრულებლად და რომელიც მედიაში, ხშირად, ცალმხრივად შუქდება, ამდენად, მცდარ წარმოდგენებს უქმნის ორივე ქვეყნის საზოგადოებებს. ეს კი, შეიძლება, ახალი კონფლიქტის ტრიგერი გახდეს. ასეთი საინფორმაციო მდგომარეობა კონფლიქტების სამშვიდობო ძალისხმევათა მიმართულებით ერთ ერთ გამოწვევად დასახელდა.
კიდევ ერთ გამოწვევად დასახელდა ის, რომ სამშვიდობო აქტივისტებს აზერბაიჯანში არ აქვთ ფართო აუდიტორია საკუთარი მოსაზრებებისა და გზავნილების გასავრცელებლად.