კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

შეხვედრა თემაზე: ქალები და ომი

2022 წლის 5 აპრილს GPPAC სამხრეთ კავკასიის დიალოგის პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის მედიატორ ქალთა ქსელის აზერბაიჯანულმა განყოფილებამ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე ფოკუს ჯგუფის შეხვედრა გამართა. ონლაინ შეხვედრამ, რომელიც მრგვალი მაგიდის ხასიათს ატარებდა, წარმოადგინა კონცეფცია "ქალები და ომი", თუმცა განხილული იქნა არა მხოლოდ ქალის როლი აპრიორი, არამედ კონკრეტული წინადადებები სამშვიდობო პროცესებში ქალთა მონაწილეობის ეფექტიანობის მისაღწევად.

***

მრგვალი მაგიდის მონაწილეებად მოწვეულნი იყვნენ როგორც სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის პროაქტიული ქალები, ასევე მამაკაცები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქალების სამშვიდობო პოტენციალით და მზად არიან, გაუზიარონ თავიანთი წინადადებები.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსოფლიო ბირთვული შეჯახების ზღვარზეა, როდესაც მსოფლიოს ყველა მთავარმა აქტორმა, დიპლომატიასა და კრიზისის მენეჯმენტში კარგად განათლებულმა, ვერ შეძლეს ომის თავიდან აცილება და ახლა პოულობენ კონფლიქტის მინიმალური დანაკარგებით გადაწყვეტის გზებს.

ინიციატივები კონფლიქტების გადასაჭრელად და წინადადებები კონფლიქტებისა და ომების მოგვარების მიზნით სხვა ორგანიზაციებსაც აქვთ. ამიტომაც, ამ საკითხში წარმატების აუცილებელი პირობაა სამშვიდობო ინიციატივებს შორის თანამშრომლობა.

მონაწილეებმა განიხილეს, თუ რისი შეთავაზება შეუძლიათ პროაქტიულ ქალებსა და ქალთა ორგანიზაციებს კონფლიქტების მოსაგვარებლად, არის თუ არა ომის თავიდან აცილებისა და შეჩერების ახალი ეფექტური გზები, როგორც არ უნდა მოეპყრან მას კონფლიქტის მხარეები, ნებისმიერი კონფლიქტი ან ომი სამშვიდობო შეთანხმებით მთავრდება და რაც მალე მიიღწევა ის, მით ნაკლებია მსხვერპლი, ნგრევა და განადგურება. მონაწილეთა უმეტესობამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავარმა სამშვიდობო აქტორებმა ვერ შეძლეს ომის, შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება.

მონაწილეებმა წარმოადგინეს კონკრეტული მოსაზრებები, ინიციატივები და რეკომენდაციები:

1. უკრაინის მოვლენების გათვალისწინებით, შევცვალოთ ჩვენი საქმიანობა, შევქმნათ მოძრაობა და ქალები ერთად წავიდეთ უკრაინაში (რამდენიმე მონაწილემ იქვე გამოთქვა თანხმობა უკრაინაში წასვლაზე).

2. ჩვენ წვლილი შევიტანოთ, რომ მკაფიოდ იყოს განსაზღვრული ორი ძირითადი პრინციპის -„თვითგამორკვევისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობა და არსი, რადგან კონფლიქტების უმეტესობა გამოწვეულია ამ პრინციპების არამკაფიო ფორმულირებით.

3. ყოველწლიურად ტარდება 16 დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის დასასრულებლად. შეგვიძლია ჩავატაროთ სამშვიდობო აქცია და ამ შეხვედრის მონაწილეთა სახელით შეგვიძლია მივმართოთ გაეროს ქალთა ორგანიზაციას წინადადებით, ჩაატაროს 10-დღიანი„სამშვიდობო აქცია მთელს მსოფლიოში.

4. მედიატორებად ხშირად იწვევენ უცხოელ ექსპერტებს, რომლებსაც ღრმად არ ესმით რეგიონის პრობლემები, თუმცა არიან ადგილობრივი, ეროვნული შუამავლებიც და საჭიროა მათი პოტენციალის გამოყენება.

5. არ მუშაობს საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ორგანიზაციები არ მუშაობენ ისე, როგორც ჩვენს საქმიანობას შეესაბამება. ჩვენ უნდა მივცეთ მათ ჩვენი წინადადებები ან შევთავაზოთ ალტერნატივები.

6. მნიშვნელოვანია ვიმუშავოთ ბავშვებთან, რადგან ისინი აშენებენ მომავალს, რომელიც უნდა იყოს ომის გარეშე.

7. საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ კონფლიქტურ რეგიონებში, აუცილებელია სამუშაო გეგმის დაწერა, ქალების გადმოსახედიდან.
8. ამჟამად ქალებს ერთად შეუძლიათ შექმნან საინფორმაციო ქსელი და ებრძოლონ ყალბ ინფორმაციას, რომელიც არის დამანგრეველი. ეს საქმე პრიორიტეტულია, რომ არ გაჩნდეს ახალი საფრთხეები.

###

2018 წელს, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის (ICCN) ინიციატივით, შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური პარტნიორობის (GPPAC) მხარდაჭერით, შეიქმნა სამხრეთ კავკასიის მედიატორ ქალთა ქსელი (NWMSC).

ჩვენ ვგეგმავთ, კიდევ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ეს მნიშვნელოვანი და დიდი პოტენციის მატარებელი ქსელი უფრო ეფექტური.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"