კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

ადმინისტრაციული სასაზღვრო (გამყოფი) ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ადამიანთა უსაფრთხოების კვლევა

2021 წელს, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM) და შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური პარტნიორობის (GPPAC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამის ფარგლებში, მოამზადა კვლევა, რომელმაც ადამიანის უსაფრთხოების კუთხით გამოავლინა ყველაზე მწვავე და მნიშვნელოვანი პრობლემები ცხრა სოფელში: გუგუტიანთკარი, ერგნეთი, ზარდიაანთკარი, ზემო ხვითი, ნიქოზი, ქერე, კარბი, კოშკა. იხილეთ კვლევის შედეგები.

კვლევა ეხმიანება 12 წლის წინ ჩატარებულ შეფასებას ადამიანთა უსაფრთხოების მდგომარეობზე 2008 წ. აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ ე.წ. სასაზღვრე სოფლებში (გუგუტიანთკარი, ერგნეთი, ტყვიავი, მერეთი, კოშკა, კარბი), რომელიც განხორციელდა "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტისა" და "კავკასიის ქალთა ქსელის" მიერ 2009 წელს.

აღსანიშნავია, რომ სახეზეა მრავალი პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ მოუგვარებელია, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 13 წელი გავიდა. აღნიშნული კვლევა არაერთ რესპონდენტს მცირედ იმედს უსახავს, რომ მათ მიერ დასახელებული პრობლემები მივა პასუხისმგებელ პირებამდე და დაიწყებენ მოგვარებაზე ზრუნვას.

ვიმედოვნებთ, რომ კვლევის შედეგები ერთგვარი ხელშემწყობი იქნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRIM) ეფექტიანი საქმიანობისათვის.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"