კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

მომავალი გეგმები, პროექტები, ორგანიზაციული განვითარება - მენეჯმენტის სამუშაო შეხვედრა

13 აგვისტოს, კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მენეჯმენტის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროგრამების განხორციელების ეტაპები. კერძოდ, GPPAC-მიერ მხარდაჭერილი სამხრეთ კავკასიის დიალოგის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების შესრულება და გაწეული საქმიანობის შედეგები. ყურადღება გამახვილდა მდგრადი განვითარების #16 მიზნის კონტექსტში კლიმატის ცვლილებასა და ენერგეტიკის საკითხებზე ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტების მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტების დასკვნითი კონფერენციის მომზადებაზე. შეხვედრაზე აგრეთვე ისაუბრეს კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში ადამიანის უსაფრთხოების რუქის შედგენის საბოლოო ეტაპებზე.

ცენტრის მენეჯმენტმა შეხვედრის მეორე ნაწილი დაუთმო სამომავლო გეგმების დამტკიცებას. მიმოიხილეს 2022 წელს დაგეგმილი საქმიანობა და დაამტკიცეს შესაბამისი ამოცანები.

სამუშაო შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო მედიაციის სწავლებას და დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფების განხილვას. ყურადღება გამახვილდა მედიაციის სწავლების საბაზო და გადასამზადებელი კურსების სილაბუსებზე.

მომდევნო შეხვედრა დაინიშნა მიმდინარე თვის ბოლო კვირას.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам