კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

„მშვიდობა ღიმილით იწყება“ - მშვიდობის საერთაშორისო დღე ზუგდიდში: რას წერენ ჩვენზე

"ლაივპრესი", სამენოვანი ინტერნეტგამოცემა.

21 სექტემბერი, 2013 წელი.

მშვიდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ზუგდიდიც შეუერთდა. ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს, 21 სექტემბერს, „კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის“ (ICCN) მხარდაჭერით სხვადსხვა სახის ღონისძიებები გაიმართა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებს კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ფილმი „მეზობლები“ უჩვენეს.

მოკლემეტრაჟიან ფილმში ორი მეზობელი თავდაპირველად მეგობრულ გარემოში ცხოვრობს, მოგვიანებით მშვიდ ცხოვრებას ერთი ყვავილი ცვლის, რომლის გამოც მათ შორის კონფლიქტი მწვავდება. კომიკურ ჟანრში დაწყებული ფილმის ფინალი დრამატულია. მეზობლები ერთმანეთს ცოლ-შვილს უკლავენ, შემდეგ კი თავადაც კვდებიან. მოქმედების დასრულების შემდეგ ეკრანზე ვკითხულობთ წარწერას - „გიყვარდეთ თქვენი მეზობლები“.

ფილმის დასრულების შემდეგ გამართულ დისკუსიაზე ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ ფილმში არ იყო ნაჩვენები მარტო ორი მეზობლის პრობლემა, ამასთან ის კონფილქტის თემას უფრო ფართოდ მოიცავს.

„უნდა ვიცოდეთ კონფლიქტის მართვა. ჩვენ არ შეგვიძლია მისი აღმოფხვრა. კონფლიქტს აქვს კარგი მხარე, ის ადამიანს არ აძლევს მოდუნების საშუალებას, გაძლევს სტიმულს. ის პრობლემის რეალურ სახეს უჩვენებს“, - განაცხადა იურისტმა რუსუდან პაჭკორიამ.

შეხვედრაზე მისულ ახალგაზრდებს საგანგებოდ მომზადებული მაისურები ეცვათ წარწერით „მშვიდობა ღიმილით იწყება“.

იხილეთ მეტი.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"