კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

დედამიწის დღე ზუგდიდში

22 აპრილს, ქ. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ამავე ცენტრისა და ICCN-ის მხარდაჭერით, პროექტის „ძალა ჩვენშია – განვითარება მშვიდობისა და მრავალფეროვნების მართვისათვის“ მონაწილე ჟურნალისტების, ნინო გოგოხიასა და თიკო ბუკიას, ორგანიზებით გაიმართა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. იგი მიზნად ისახავდა, საზოგადოებისათვის შეეხსენებინა, რომ დედამიწა საფრთხეებისა და კატასტროფების წინაშე დგას და მასზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის ვალია.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონის ახალგაზრდებმა, სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც კომპიუტერული ლაბორატორიის, აუდიო-ვიზუალური მოწყობილობებისა და ბიბლიოთეკის გამოყენებით წარმოადგინეს პრეზენტაციები – დედამიწის პრობლემებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"