კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

მობრძანდით კონფლიქტოლოგიის ლაბორატორიაში!

ICCN მიესალმება ჩვენი გუნდის ყოფილი წევრის, თამარა ციხისთავის, ახალ ინიციატივას - კონფლიქტოლოგიის ლაბორატორია. თამარა 2001–2004 წლებში მუშაობდა ტრენერ – მედიატორად ჩვენს ორგანიზაციაში.

2020 წლიდან თამარამ Conflict Ology Lab (კონფლიქტოლოგიის ლაბორატორია) YouTube არხი დააფუძნა და კონფლიქტის მოგვარების გზებს მულტფილმების საშუალებით აცნობს მაყურებელს.

კონფლიქტოლოგიის ლაბორატორია წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს კონფლიქტების მოგვარების სფეროში, აანალიზებს სხვადასხვა კონფლიქტურ სიტუაციას და გვთავაზობს ეფექტიან გადაწყვეტილებებს ცხოვრების რთული გარემოებებისთვის.

წარმოდგენილი მულტფილმები არის კონფლიქტების მართვის, პრევენციის, დეესკალაციისა და მოგვარების დამხმარე საშუალება. ლაბორატორია მნახველს აცნობს ტექნიკებს, რომლებიც დაფუძნებულია მშვიდობისა და კონფლიქტების შემსწავლელ მეცნიერებაზე.

მულტფილმის პერსონაჟებთან ერთად, თქვენ გელით დაუსრულებელი მოგზაურობა, რომელიც გთავაზობთ პროფესიულ, მეგობრულ და მარტივად შესასრულებელ რჩევებს.

მულტფილმების საშუალებით კონფლიქტის მოგვარების კომუნიკაცია და შესაბამისი ტერმინოლოგიის ლექსიკონი უფრო ადვილად გასაგები ხდება.

გამოიწერეთ და ისიამოვნეთ ცქერით.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"