კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

აშშ-ს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი განცხადება

ერთობლივი განცხადების ტექსტი გამოაქვეყნეს ამერიკის შეერთებული შტატების, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებმა 2020 წლის 25 ოქტომბერს.

ტექსტის დასაწყისი:

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს სტივენ ბიგუნს 2020 წლის 24 ოქტომბერს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ქვეყნების ვალდებულება, განახორციელონ და შეასრულონ 10 ოქტომბერს მოსკოვში შეთანხმებული ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა პარიზის 17 ოქტომბრის განცხადებაში, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 2020 წლის 1 ოქტომბრის ერთობლივი განცხადების შესაბამისია. ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა ადგილობრივი დროით 08:00 საათზე (EDT 12:00 საათიდან) 2020 წლის 26 ოქტომბერს. შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო ინტენსიურ მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მინსკის ჯგუფის თანა-თავმჯდომარეებს შორის სომხეთისა და აზერბაიჯანის დაახლოებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად.

ტექსტის დასასრული.

------------------------

(იხილეთ ავთენტური ტექსტი ინგლისურ ენაზე. განთავსებული ქართული თარგმანი არაოფიციალურია, თარგმანი კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის მიერ მომზადდა). 

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"