საქართველოს წევრობა და მონაწილეობა 1990-2020

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი აქვეყნებს დოკუმენტებს, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს წევრობასა და მონაწილეობასთან საერთაშორისო და მთავრობათაშორის ორგანიზაციებში.

----------

-------------

ევროპის კავშირი (EU)

2014 წელი, 27 ივნისი - „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ხელმოწერილია. შეთანხმებას ოფიციალურად ეწოდება „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის.“

-------------

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO)

2000 წლის 14 ივნისი - საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა.

1996 წლის 3 ივლისი - საქართველოს მიმართვა მსო წევრობაზე.

-------------------------------

ევროპის საბჭო (CoE)

1999 წლის 27 აპრილი - საქართველო ევროპის საბჭოს (CoE) წევრი სახელმწიფო გახდა.

1996 წლის 14 ივლისი - საქართველომ ევროპის საბჭოს გაწევრიანების სურვილით მიმართა.

1993 წლის 4 მარტი - საქართველომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) სპეციალური სტუმრის სტატუსის მისანიჭებლად მიმართა.

------------

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია, სუამი (GUAM)

1997 წლის 10 ოქტომბერი - სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1997 წლის ოქტომბერში ოთხი ქვეყნის მიერ — საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა. ორგანიზაციის სახელი მასში გაერთიანებულ სახელმწიფოთა დასახელებისგან შემდგარი ქარაგმაა.

---------------------------------

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ეუთო (OSCE)

1992 წლის 13 დეკემბერი - ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის (ეუთთ) (CSCE) სადამკვირვებლო მისიის მანდატის დემტკიცება, მოლაპარაკებათა ხელშეწყობა მხარეებს შორის შეიარაღებული კნფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.

---------------------------------------------

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC)

1992 წლის 25 ივნისი - შავი ზღვის აუზის 11 ქვეყნის: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, თურქეთი და უკრაინა (სერბეთი შეუერთდა 2004 წლიდან) სახელმწიფო და მთავრობათა მეთაურებმა, ბოსფორის განცხადების მიღებითა და სტამბოლის დეკლარაციის ხელმოწერით საფუძველი ჩაუყარეს შავი ზღვის ეკონომიკურ თანამშრომლობას (BSEC).

-----------

გაერითიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო (UNO)

1992 წლის 31 ივლისი - გაერო-ს გენერალური ასამბლეა, 88-ე პლენარული შეხვედრის რეზოლუცია. საქართველო გაერო-ს წევრად მიიღეს.

1992 წელი, 6 ივლისი - გაერო-ს უშიშროების საბჭო, რეზოლუცია # 763, საქართველოს წევრობას უჭერს მხარს და გაერო-ს გენერალურ ასამბლეას აწვდის რეკომენდაციას, მიიღოს საქართველო გაერო-ს წევრად.

1992 წლის 6 მაისი - საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა გაერო-ს გენერალური მდივნისადმი, საქართველოს განცხადება გაერო-ში გაწევრიანების თაობაზე.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

26+ მშვიდობის მშენებლობაში

26+ in peacebuilding

26+ в миростроительстве