კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

მდგრადი მშვიდობისათვის: მშვიდობის მშენებლობის ანალიზი სამხრეთ კავკასიაში

ანალიზი სამხრეთ კავკასიის რეგიონული მშვიდობის მშენებლობის შესახებ წარმოგიდგენთ შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური პარტნიორობის (GPPAC) სამხრეთ კავკასიის ქსელის არაფორმალური კონსულტაციების მთავარ დასკვნებს. კონსულტაციები 2020 წლის ნოემბერში ჩატარდა. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია გაყინულ კონფლიქტებსა და გაერო-ს როლზე მშვიდობის მშენებლობის საქმეში. კვლევაში მიმოხილულია სამხრეთ კავკასიაში მოქმედი ადგილობრივი და რეგიონული გამოცდილება მშვიდობის მშენებლობის საქმეში, აგრეთვე, გაერო-სა და სხვა რეგიონული და ეროვნული ორგანიზაციების ურთიერთქმედების საკითხი.

გთავაზობთ რეკომენდაციებს,თუ როგორ გააძლიეროს თავისი მხარდაჭერა გაერო-მ ადგილობრივი და რეგიონული სამშვიდობო ორგანიზაციებისთვის, რათა სტრატეგიული და ოპერატიული პარტნიორობა ააშენოს რეგიონში.

დოკუმენტი, აგრეთვე, გამოქვეყნდა შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური პარტნიორობის (GPPAC) ვებგვერდზე.

ჩამოტვირთვა

კი ევროპას! Yes to Europe!

არა რუსულ კანონს! No to russian law!