კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

უკრაინაში შეარაღებული კონფლიქტების, ომის დოკუმენტები

2014-2022 წლების დოკუმენტები

2022 წელი, 21 სექტემბერი - უკრაინაში შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა რუსეთში სამხედრო რეზერვისტების „ნაწილობრივი მობილიზაცია“. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიას ოლქების მიერთებისა და რფ გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებიდან ერთი დღის შემდეგ.

2022 წელი, 24 თებერვალი - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობა უკრაინის მთელს ტერიტორიაზე გამოაცხადა.

2022 წელი, 24 თებერვალი - რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დილით, მოსკოვის დროით დაახლოებით 06:00 საათზე გამოაცხადა.

2022 წლის 21 თებერვალი - რუსეთის ფედერაციამ დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

2020 წელი, 22 ივლისი -ეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შეთანხმების დამატებითი მექანიზმების მიღება, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა.

2020 წელი, 12 მარტი - სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფი უკრაინის საკითხზე. შეხვედრის პროტოკოლი.

https://www.osce.org/chairmanship/448333

2019 წელი, 20 დეკემბერი - რუსეთი და უკრაინა ხელს აწერენ ბ/აირის ტრანზიტის ოქმს. უკრაინის Naftogaz– მა და რუსულმა გაზპრომმა ხელი მოაწერეს გარიგებას, რომლის მიხედვითაც ბ/აირი დასავლეთ ევროპაში გაედინება. რუსულმა და უკრაინულმა გაზის კომპანიებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ უზრუნველყონ რუსული ბ/აირის გატანა უკრაინის გავლით ევროპაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

2019 წელი, 1 ოქტომბერი - „შტაინმაიერის ფორმულა“ ხელმოწერილია.

ელჩი მარტინ საიდიკი, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის საკითხზე;

უკრაინის მეორე პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფი უკრაინის საკითხზე;

ბორის გრიზლოვი, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის საკითხზე;

ვლადისლავ დეინეგო, წარმომადგენელი, ლუჰანსკის რეგიონის გარკვეული ტერიტორიები (CALR),

ნატალია ნიკონოროვა, წარმომადგენელი, დონეცკის რეგიონის გარკვეული ტერიტორიების (CADR).

2015 წელი, 11-12 თებერვალი - მინსკის შეთანხმების (მინსკის პროტოკოლი) შესრულების ღონისძიებები, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფი უკრაინის საკითხზე.

2014 წელი, 19 სექტემბერი - მემორანდუმი მინსკის პროტოკოლის განხორციელების შესახებ, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფი უკრაინის საკითხზე.

2014 წელი, 5 სექტემბერი - მინსკის პროტოკოლი, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფი უკრაინის საკითხზე.

2014 წელი, 17 მარტი - რუსეთის პრეზიენტის აქტი ყირიმის (ქ. სევასტოპოლის განსაკუთრებული სტატუსით) დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარების თაობაზე. რამდენიმე დღეში, კერძოდ, 21 მარტს, ყირიმის რესპუბლიკა გახდა რუსეთის ფედერალური სუბიექტი. ეს დღე ყირიმის რუსეთის მიერ ანექსიის დღეა.

გვერდის ციტირებისას

გვერდის ციტირებისას (APA სტილი) გამოიყენეთ:

ციხისთავი-ხუციშვილი, ნ. (რედ.). (2014). საქართველოს საისტორიო არქივი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN). ნახვის თარიღი: /თვე, რიცხვი, წელი/. http://iccn.ge/index.php?article_id=334&clang=0

კი ევროპას! Yes to Europe!

არა რუსულ კანონს! No to russian law!