კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

ჟურნალისტები მშვიდობისათვის

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა (ICCN), რომელიც წარმოადგენს შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური პარტნიორობის (GPPAC) კავკასიის რეგიონალ სამდივნოს, GPPAC-თან პარტნიორობით დაასრულა პილოტური პროექტი "თავისუფალი პრეს-ოფიცრების ქსელი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში" GPPAC-ის საქმიანობის მხარდასაჭერად. პროექტმა მოიცვა სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

ამ ქვეყნების ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს სტატიები, სადაც გამოხატეს თავიანთი შეხედულებები და მიდგომები სამშვიდობო პროცესზე, კონფლიქტების მოგვარებასა და ნდობის აღდგენაზე.

ეს ახალი პილოტური პროექტი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საშუალება მისცეს GPPAC-ს, დროულად მოახდინოს რეაგირება კონკრეტულ სიტუაციებზე და გამოხატოს მისი შეხედულებები, პოზიციები და საკვანძო გზავნილები მედიაში. ამ კუთხით, კავკასიაში ICCN-ს მიერ განხორციელებული პროექტი იქნება დამატებითი საშუალება, გააძლიეროს GPPAC-ის საქმიანობის ადვოკატირება შესაბამისი მთავრობების, პოლიტიკოსებისა და რეგიონული მთავრობათაშორის ორგანიზაციების მიმიმართ.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი მადლობას უხდის პარტნიორებს და ჟურნალისტებს აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოსა და ჰოლანდიაში გაწეული სამუშაოსა და დახმარებისთვის.

სტატიები ხელმისწავდომია შემდეგ ბმულებზე:

აზერბაიჯანში:

Дорогу осилит идущий

Долой оружие!, или Дайте счастья женщине — остановите поставку оружия

Как правительства Южного Кавказа способствуют предотвращению конфликтов

სომხეთში:

Как повлияет на конфликт умеренно жесткая ритօрика революционной власти?!

Լեռնային Ղարաբաղ. Հայացք Հայաստանից. Որքան մեծ օրինակարգություն, այնքան քիչ զիջումնե՞ր

Velvet Hopes in Nagorno Karabakh Conflict Settlement

საქართველოში:

მესამე სექტორის როლი კონფლიქტების პრევენციასა და მოგვარებაში

თანაკვეთა-საერთო პრობლემები და სამშვიდობო პოლიტიკა

სიკეთე, რომელიც გადამდებია და კურნავს

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"