კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ისტორიისთვის

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შექმნის ისტორიისთვის

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი ეხმიანება მიმდინარე პროცესებს და დაინტერესებულ საზოგადოებას სთავაზობს ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კონცეფციის შექმნის ისტორიისთვის. დამატებითი ინფორმაციის მოწოდებისთვის წინასწარ მადლობას მოგახსენებთ.

გასული საუკუნის 90-იან წლებში დამოუკიდებელი საქართველოსთვის დადგა საკითხი, დაედგინა უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ინტერესები და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც ყველა ახლადშექმნილმა სუვერენულმა სახელმწიფომ, საქართველომაც გაიარა პოლიტიკურ-ეკონომიკური ტრანსფორმაცია და საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და ეროვული უსაფრთხოების პრიორიტეტების შემუშავების პროცესი. იმ პერიოდში, მეცნიერულად დასაბუთებული და კომპლექსური ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ქვეყნისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შექმნა სწორედ მაშინ, გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო.

***

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

***

ხელმისაწვდომი დოკუმენტების ქრონოლოგია:

2011 წელი: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; საქართველოს პარლამენტი;

https://mod.gov.ge/ge/page/70/saqartvelos-erovnuli-usafrtxoebis-koncefcia სეუკ, 2011

http://mfa.gov.ge/MainNav/ForeignPolicy/NationalSecurityConcept.aspx

2007 წელი: „საქართველოს დიდი სტრატეგია“; ა. ბარნოვი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტი;

2005 წელი: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; საქართველოს პარლამენტი;

2005 წელი: უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭომ დაასრულა თავისი მუშაობა საქართველოში და წარადგინა საბოლოო ანგარიში. საბოლოო ანგარიში ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით გამოიცა 2005 წელს. (დოკუმენტი მოგვაწოდა ქ-მა ია თიკანაძემ, დირექტორი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა, მარტი, 2019 წ.)

უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო, 2005 წლის ანგარიში.

2000 წელი: საქართველო და მსოფლიო: მომავლის ხედვა და სტრატეგია; საქართველოს მთავრობა. პირველი კონცეფტუალური დოკუმენტია, რომელიც აყალიბებს სამ მნიშვნელოვან ელემენტს ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით: საგარეო პოლიტიკური, საგარეო ეკონომიკური და თავდაცვითი სტრატეგიები. დოკუმენტი წარდგენილ იქნა საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის მიერ. კონფერენცია გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროში 2000 წლის 5 ოქტომბერს, ხოლო 6 ოქტომბერს გაგრძელდა სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში. (დოკუმენტი მოგვაწოდა ბ-მა ირაკლი მენაღარიშვილმა, თებერვალი, 2019).

საქართველო და მსოფლიო: მომავლის ხედვა და სტრატეგია (ქართული).

საქართველო და მსოფლიო: მომავლის ხედვა და სტრატეგია (ინგლისური).

საერთაშორისო კონფერენციის მასალები: პროგრამა, მონაწილეთა სია. მონაწილეთა სია (ინგლისური). საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძის სიტყვა, საქართველოს საგარეო მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილის სიტყვა.

1998 წელი: უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო შეიქმნა საქართველოში. საბჭოს მთავარი დანიშნულება გახლდათ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მეშვეობით, საქართველოს უსაფრთხოების სექტორის რეფორმირებისა და მოდერნიზაციის საკითხებზე ხელისუფლებისათვის მიეწოდებინა მაღალი დონის მიუკერძოებელი რჩევები.

1997 წელი: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტი.

1997 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადაწყვეტილებით მუშაობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტზე უფრო გაფართოვდა. 1996 წელს შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომლის თავმჯდომარე გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი. კონცეფციის პროექტის დამუშავების საქმეს საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი ნიკო მელიქაძის ხელმძღვანელობით. შემუშავდა კონცეფციის სტრუქტურა. ამ კონცეფციის პროექტში პირველად აისახა ეროვნული უსაფრთხოების არასამხედრო ასპექტები, როგორიცაა: ეკოლოგიური უსაფრთხოება, ჯანდაცვა და სახელმწიფო უსაფრთხოება, ინფორმაციული უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, სახელმწიფო მართვა და ქვეყნის უსაფრთხოება, განათლების სისტემა და სახელმწიფო უსაფრთხოება და ა.შ. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო მცირე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს. აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლებში შემუშავებული ყველა კონცეფცია იმეორებს ამ მიდგომას. ამ კონცეფციის პროექტში პირველად იქნა ნახსენები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის საკითხები, თუმცა, შემდგომ ჩაითვალა, რომ ადრე იყო ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება. (ინფორმაცია მოგვაწოდა პროფ. ნათელა სახოკიამ, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი. იანვარი, 2019 წ.)

  • სტრატეგიული კვლევების ცენტრის მიერ შემუშავებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტის რუსული და ინგლისური თარგმანი მოამზადა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა და ბ-ნი ნიკო მელიქაძის ინტერვიუსთან ერთად გამოაქვეყნა ყოველთვიურ ბიულეტენში „კონფლიქტები და მოლაპარაკებები“ #1-2 (18-19), 1998; (რედაქტორი გ. ხუციშვილი);

1997 წელი: ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხელმძღვანელი - ვ. ჩხეიძე. დოკუმენტი, ძირითადად, საზღვრის დაცვის საკითხებს ასახავდა. 1994 წლის ივლისში, საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველო გამოეყო თავდაცვის სამინისტროს და 1996 წლის მარტში შეიქმნა საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი. სწორედ ამ პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია დაედო საფუძვლად ახალ კანონს და 1998 წელს მიღებულ იქნა კანონი ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ”;

  • საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიმოხილვა რუსულ და ინგლისურ ენებზე მოამზადა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა და გამოაქვეყნა ყოველთვიურ ბიულეტენში „კონფლიქტები და მოლაპარაკებები“ #5(17), 1997; (რედაქტორი გ. ხუციშვილი);

1996 წელი: კავკასიისათვის რეგიონული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება - რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების სცენარები. რედ.გ.ხუციშვილი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი.

1996 წელი: „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განვითარება“ - ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტი (I და II ვარიანტი). რედ.გ. ნოდია, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი.

1996 წელი, 23 აგვისტო:

ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება #551. 23 აგვისტო, 1996 წ.

ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის პირველის სხდომის დღის წესრიგი და გეგმა. 25 აგვისტო, 1996 წ.

გვერდის ციტირებისას

გვერდის ციტირებისას (APA სტილი) გამოიყენეთ:

ციხისთავი-ხუციშვილი, ნ. (რედ.). (2014). საქართველოს საისტორიო არქივი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN). ნახვის თარიღი: /თვე, რიცხვი, წელი/ http://iccn.ge/index.php?article_id=287&clang=0

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"