კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

დისკუსია მედიასა და სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის წინააღმდეგ კონფლიქტის პრევენციისთვის

ქართველ და სომეხ ექსპერტთა დისკუსია მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოყენებულ სიძულვილის ენაზე, 2018 წლის 10-12 ნოემბერს გაიმართა. ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეას სომხეთის კომიტეტმა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრთან პარტნიორიბით, ქ. ერევანში (სომხეთი), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა წარმომადგენლებისა და მედია ექსპერტების მორიგ თემატურ შეხვედრას უმანპინძლა. გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტის პრევენციისთვის (GPPAC) პროგრამის მხარდამჭერი გახლავთ.

შეხვედრის მიზანი იყო, საქართველოსა და სომხეთის სამშვიდობო ჟურნალისტიკის წარმომადგენელთა ურთიერთობების გაძლიერება, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებების წარმომადგენელთა მიერ შემუშავებული პოლიტიკის ფორმირების რეკომენდაციათა და საექსპერტო ანალიზის წარდგენა. შეხვედრის ამოცანას წარმოადგენდა მედიასა და სოციალურ ქსელებში გახშირებული სიძულვილის ენის გამოყენების საწინააღმდეგოდ თანამშრომლობის გზების გამონახვა და კონფლიქტის პრევენციაზე მსჯელობა.

დისკუსია გაშუქდა ქართულ მედიაში

http://newsday.ge/new/index.php/ka/component/k2/item/36394-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90?fbclid=IwAR3Nn1JNMKRJCg6-hTUdRrXTGCziF91nsxn2dmryKdI69xlgdHRwKZLzhNk

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"