კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

მდგრადი მშვიდობა

მომავლის სამიტი, 2024 წლის სექტემბერი

მომავლის სამიტი არის თაობაში ერთი შესაძლებლობა, რომელმაც უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა კრიტიკულ გამოწვევებზე და აღმოფხრას ხარვეზები გლობალურ მმართველობაში, დაადასტუროს არსებული ვალდებულებები, მათ შორის, მდგრადი განვითარების მიზნებისა (SDGs) და გაერთიანებული ერების წესდების მიმართ, რათა გადავინაცვლოთ განახლებული მრავალმხრივი სისტემისკენ, რომელიც ადამიანთა ცხოვრებაზე უკეთესად ახდენს დადებით ზემოქმედებას.

2024 წლის სექტემბერი - პაქტი მომავლისთვის: ქმედებებზე ორიენტირებული პაქტი მომავლისთვის მიღებული იქნება სახელმწიფოთა/მთავრობების მეთაურების მიერ სამიტზე, რომელიც ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის გლობალურ სოლიდარობას გამოხატავს.

2022-2024 - მომავლის სამიტი: მიესალმა რა ჩვენი საერთო დღის წესრიგის წარდგენას, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 2022 წელს (A/RES/76/307) მომავლის სამიტის ჩატარების შესახებ, 2024 წლის 22-23 სექტემბერს. პრაქტიკული კონსულტაციები სამიტის მოსამზადებლად დაიწყო 2023 წლის თებერვალში და გაიმართა მინისტრთა შეხვედრა. მომავლის სამიტი დაეფუძნება SDG-ის სამიტს და ახალ სიცოცხლეს მისცემს მრავალმხრივ სისტემას, რათა მან შეძლოს გაერო-ს წესდებისა და 2030 წლის დღის წესრიგის დაპირებებათა შესრულება.

2023 წელი - მდგრადი განვითარების მიზნების SDG სამიტი: 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების შუალედური ეტაპის აღსანიშნავად, 2023 წელს SDG სამიტი იქნა მოწვეული 2023 წლის 18-19 სექტემბერს, რათა „აღინიშნოს მდგრადი განვითარების მიზნების დაჩქარებული პროგრესის ახალი ეტაპი“.

2021 წელი - ჩვენი საერთო დღის წესრიგი: გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უპასუხა მოწოდებას ჩვენი საერთო დღის წესრიგით - გამოღვიძების მოწოდება SDG მიზნების განხორციელების დაჩქარების მიზნით, ისევე როგორც რეკომენდაციები გლობალური მმართველობის შეთანხმებებში სტრატეგიული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. მან მოითხოვა მომავლის სამიტი, რათა ჩამოყალიბდეს ახალი გლობალური კონსენსუსი მიმდინარე და მომავალი პრობლემების მრავალმხრივ გადაწყვეტილებებზე.

2020 წელი - გაერო75 დეკლარაცია: COVID-19 პანდემიის შუაგულში, წევრმა სახელმწიფოებმა გამოსცეს გაერო-ს 75-ე დეკლარაცია, რომელიც მოიცავდა 12 ყოვლისმომცველ ვალდებულებას და თხოვნას, რომ გენერალურმა მდივანმა წარუდგინოს ანგარიში რეკომენდაციებით გენერალურ ასამბლეას მიმდინარე და მომავალი გამოწვევების გადასაჭრელად.

როგორ გავხადოთ მშვიდობა მდგრადი: სამშვიდობო პოლიტიკა უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს კონფლიქტამდე, კონფლიქტის დროს და კონფლიქტის შემდეგ.

საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების საბჭომ, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, შეიმუშავა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის დოკუმენტი 2015-2017 წწ. საქართველომ გაერო-ს მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი ქვეყნის პრიორიტეტად გამოაცხადა.

წყალგამყოფი მშვიდობის გაგებისა და მიმართვის ისტორიაში

გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის მიერ შემუშავებული ორი რეზოლუცია (S/RES/2282; A/RES/70/262) წყალგამყოფი აღმოჩნდა მშვიდობის საკითხის გააზრების ისტორიაში.

2016 წლამდე მშვიდობის ცნება გააზრებული იყო, როგორც პოსტ-კონფლიქტური სიტუაციის/სტადიის თანმდევი პროცესი. თუმცა, გაერო-ს რეზოლუციების მიხედვით, მდგრადი მშვიდობა განიმარტება, როგორც "მიზანი და პროცესი, რომლის ამოცანაა კონფლიქტის ესკალაციის, განმეორების, გაღვივებისა და განახლების თავიდან აცილება“. ამგვარად, რეზოლუცია გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებდა, სამშვიდობო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას კონფლიქტამდე, კონფლიქტის დროსა და კონფლიქტის შემდგომ პერიოდებში.

2016 წლამდე

2016 წლამდე მშვიდობის ცნება გააზრებული იყო, როგორც პოსტ-კონფლიქტური სიტუაციის/სტადიის თანმდევი პროცესი.

Ø 2015 წელს განხორციელდა გაერო-ს მაღალი დონის სამი განხილვა:

Ø დღის წესრიგი 2030 მდგრადი განვითარებისთვის - გაერო, გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, (25 სექტემბერი 2015);

Ø მეტი თავისუფლებისთვის - გაერო, გენერალური ასამბლეა, მეტი თავისუფლებისთვის: განვითარება, უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები ყველასთვის: გენერალური მდივნის მოხსენება A/59/2005 (21 მარტი, 2005);

Ø უფრო უსაფრთხო მსოფლიო - გაერო, გენერალური ასამბლეა, უფრო უსაფრთხო მსოფლიო: ჩვენი გაზიარებული პასუხისმგებლობა, მაღალი დონის პანელის მოხსენება საფრთხეებზე, გამოწვევებსა და ცვლილებაზე (2 დეკემბერი, 2004);

Ø პრევენცია და შეიარაღებული კონფლიქტები - გაერო, გენერალური ასამბლეა, შეიარაღებული კონფლიქტის პრევენცია, გენერალური მდივნის მოხსენება A/55/985 (7 ივნისი, 2001);

Ø მშვიდობის დღის წესრიგი - გაერო, გენერალური ასამბლეა, მშვიდობის დღის წესრიგი: United Nations, General Assembly, An Agenda for Peace: პრევენციული დიპლომატია, მშვიდობის დამყარება და მშვიდობის შენარჩუნება, გენერალური მდივნის მოხსენება, A/47/277-S/24111 (17 ივნისი, 1992).

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

2016 წლის შემდეგ:

2016 წლის შემდეგ მშვიდობა გახდა მიზანი პროცესთან ერთად. მიზნის მიღწევის ამოცანაა კონფლიქტის ესკალაციის, განმეორების, გაღვივებისა და განახლების თავიდან აცილება კონფლიქტის დაწყებამდე, კონფლიქტის დროსა და კონფლიქტის შემდგომ ეტაპებზე.

Ø მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროგრესი (SDG) - გენერალური მდივნის მოხსენება: 2017, 2016, ...

Ø მოხსენება „გაეროს აქტივობები მედიაციის მხარდასაჭერად“ - გაერო A/72/115, (ივნისი, 2017);

Ø დავის მშვიდობიანად მოგვარებაში, კონფლიქტის პრევენციასა და გადაწყვეტაში მედიაციის როლის გაძლიერება - გაერო, გენერალური ასამბლეა A/RES/70/304.

Ø გენდერული და ინკლუზიური მედიაციის სტრატეგიების გზამკვლევი - გაერო, (მარტი, 2017)

Ø კონფლიქტის პრევენცია და პოსტ-კონფლიქტური მშვიდობისმშენებლობა - გაერო, უშოშროების საბჭოს რეზოლუცია 2282 (2016) S/RES/2282,(27 April 2016)

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"