ქართულ-სომხური მედია დისკუსია - სამშვიდობო ჟურნალისტიკა
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა მორიგი შეხვედრა გამართა თემაზე: სამშვიდობო ჟურნალისტიკა. ამჯერად შეხვედრა ფოკუსირებული იყო ქართულ-სომხური დიალოგის მედია კომპონენტზე - სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების პრევენცია, სამშვიდობო ჟურნალისტიკის როლი და შესაძლებლობები. შეხვედრა 2017 წელს თბილისში, 25-26 ნოემბერს გაიმართა.