2010 წლის 6-16 ნოემბერს ცენტრალური და აღმოსავლეთ ვეროპის ქვეყნებიდან 13 წარმომადგენელი აშშ-ს ეწვია ამერიკელ ებრაელთა კომიტეტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ყოველწლიური ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში.
ყოველწლიური პროგრამის მიზანია მონაწილეებმა ნახონ რას არის ამერიკული მრავალფეროვნება.
საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, ყირგიზეთიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან ბოსნია ჰერცოგოვინიდან მოიარეს ამერიკის 6 ქალაქი: ვაშინგტონი, ნიუ იორკი, დეტორიტი, ჰიუსტონია, სიეტლი და ლოს ანჯელესი. ეს იყო ნამდვილი გამოცდილება იმისა, თუ როგორია ემერიკული საზოგადოება: პლურალისტური, დემოკრატიული და მრავალფეროვანი.
ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების დირექტორმა ენდრიუ ბეიქერმა მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა: "ქვეყნების თავისუფლებას უცებ არ მოაქვს ტოლერანტრობა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის პატივისცემა, ასე რომ არ არის ეს იუგოსლავიის ომმა აჩვენა. ჩვენთვის მთავარია ამერიკული გამოცდილების გადაცემა იმ ქვეყნებისათვის, რომლებმა სულ ახლახანს დაიწყეს სახელწმფიოებრივი მშენებლობის პროცესი."
პროგრამაში წელს საქართველოდან მონაწილეობდა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის სამოქალქო საზოგადოების პროგრამის ხელმძღვანელი შორენა ლორთქიფანიძე.