სტამბულის პროცესის მეორე რაუნდის მონაწილეებმა(2009 წლის 6-7 ნოემბერი) განიხილეს, რა რუსულ-ქართული ურთიერთობების ფართო სპექტრი, რეგიონალური კონტექსტის გათვალისწინებით მივიდნენ შემდეგ დასკვნებამდე:
რუსულ-ქართული ურთიერობები განიცდიან ღრმა კრიზისს, რომელიც უკიდურესად დამძიმდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. კრიზისი ნეგატიურად მოქმედებს რეგიონალური პრობლემების ფართო კომპლექსზე;
კრიზისის განუხტვისათვის რუსულ-ქართულ დიალოგს არ გააჩნია ალტერნატივა;
რუსულ-ქართული დიალოგი უნდა განვითარდეს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, მასში არ უნდა არსებობდეს განხილვისათვის დახურული თემები;
საზოგადოებრივი ეფექტის მიღწევისათვის აუცილებელია დიალოგის პროცესის განვითარება სხვადასხვა ფორმატში და საოგადოების სხვადასხვა ფენებში. ამ პროცესში წამყვანი როლი ეკისრება სამოქალაქო საზოგადოებას;
დიალოგის პროცესი უნდა განვითარდეს ნაბიჯნაბიჯ, რათა მიღწეული იქნას მთავარი მიზანი - რუსულ-ქართული ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზება;
არსებობს მხარეებისათვის მისაღები, აფხაზური და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარების პერსპექტივა. პრობლემები უნდა მოგვარდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაო პრინციპების გათვალისწინებით;
პროცესში ჩართულმა მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ იძულებით გადაადგილებულთა დაბრუნებას საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე;
განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მილიტარიზაცია, ამ სახიფათო პროცესის საწინააღმდეგოდ საჭიროა საზოგადოებრივი აზრის მობილიზება და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების მიღწევა;
განსაკუთრებულად აუცილებლობას წარმოადგენს საინფორმაციო ველის შექმნა, ზემოთხსენებული პრობლემებისა და მიმართულებების შესახებ საზოგადოებრივი დისკურსის განვითარებისათვის.