“სპილო ოთახში” აღმოვაჩინეთ

ამობეჭდვა PDF

“სპილო ოთახში” აღმოვაჩინეთ2010 წლის 7 დეკემბერს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში გაიმართა  ახალგაზრდული მარათონი "სპილო ოთახში", ღონისძიების ორგანიზატორია კონლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი. მარათონმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ახალგარზდების 5 ჯგუფმა ქალაქში 5 საათის მუშაობის შემდეგ ხუთი მეტად საინტერესო კომპოზიცია შექმნა გენდერული ძალადობაზე. თითოეულ ჯგუფს განსხვავებული თემა ჰქონდა:

  • პატრიარქატის შემოდგომა
  • ომი ქალის წინააღმდეგ
  • ძალადობა ქალზე - ოთხი ასაკი
  • ძალადობის ენა
  • მილიტარიზმი

მარათონის ჟიურის წევრები იყვნენ: ნანა ბერეკაშვილი (ICCN), შორენა ლორთქიფანიძეE (ICCN). მაია კაციტაძე (ICCN),  ლაშა ბაქრაძე (კინოს მემკვიდრეობის არქივის ხელმძღვანელი), ეკა აღდგომელაშვილი (ქალთა ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრი), ქეთევან კიღურაძე (გამომცემლობა "სიესტა"). გამომცემლობა "სიესტამ" გამარჯვებულებისათვის პრიზი დააწესა. პირველი ადგილი აიღო და ყველა კრიტერიუმის მიხედვით საუკეთესო კომპოზიცია შექმნა ნარინჯისფერი სპილოს გუნდმა შეტყობინებით "ძალადობის ენა – პოლიგლოტია".

ყველა კომპოზიცია თავისთავად საინტერესო და კრეატიული იყო. გამოვლინდა საუკეთესო ესე, ყველაზე შემოქმედებითი გუნდი, სადაც იყო იუმორი, პერფორმანსი, გამოვავლინეთ საუკეთესო შეტყობინება და საუკეთესო ფოტოები.

დააკლიკეთ ფოტოზე