22 დეკემბერს კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) ოფისში გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, რომელიც ჩატარდა ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRIDC), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა (ISFED) და კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) ინიციატივით. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ფორუმის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ინფორმირება შავი ზღვის სამშვიდობო პლათფორმის ინიციატივის საქმიანობის შესახებ.
შეხვედრას დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები. ინიციატორი ორგანიზაციების წევრებმა ისაუბრეს იმაზე თუ რა მიზნები აქვს შავი ზღვის სამშვიდობო პლათფორმას, აქამდე განხორციელებულ საქმიანობებსა და მომავალ გეგმებზე. ასევე დამსწრე საზოგადოებას ინიციატივაში გაერთიანებისაკენ მოუწოდეს.