საქართველოში სამოქალაქო სექტორის ხელშეწყობა სამშვიდობო ინიციატივის სფეროში

ამობეჭდვა PDF

საქართველოში სამოქალაქო სექტორის ხელშეწყობა სამშვიდობო ინიციატივის სფეროშიეს დოკუმენტი მომზადდა "ევროპული პარტნიორობის გაძლიერება კრიზისის თავიდან აცილებისა და რეაგირების მიზნით: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისსამშვიდობო ინიციატივების მრგვალი მაგიდები" პროექტის მიერ და წარმოადგენს მისი განხორციელების ერთ-ერთ მთავარ სამუშაო შედეგს.

პროექტი განხორციელდა და დაფინანსდა ევროკავშირის სტაბილურობის ინსტრუმენტის ფარგლებში, რომელიც ჩამოყალიბდა კავშირის მხრიდან მსოფლიო მასშტაბით კრიზისის პრევენციისა და კრიზისის მენეჯმენტის პოტენციალის გაზდრაზე მიმართული საქმიანობის დაფინანსებლად.

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის (ახლა აღმოსავლური პარტნიორობის სახელწოდებით ცნობილი) ფარგლებში საქართველო ევროკავშირის პარტნიორი-ქვეყანაა 2006 წლიდან და მიისწრაფვის ევროკავშირსა და ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურებთან ახლო ინტეგრაციისაკენ. თუმცა, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ტერიტორიული კონფლიქტები, რომელთა ძალადობრიცი ესკალაცია 2008 წლის ზაფხულში მოხდა. როგორც ამ 2008 წლის აგვისტოს ომმა გვიჩვენა, ევროპის კონტინენტზე კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის წარუმატებლობამ და, კერძოდ კი, მის ისეთ ცვალებად რეგიონებში, როგორიცაა სამხრეთ კავკასია, საფრთხეს უქმნის არა მარტო ევროპის სტაბილურობას, ევროკავშირზე უარყოფითი შედეგების გავრცელების შესაძლებლობით, არამედ ხელს უშლის ევროკავშირის მიზანს, ხელი შეუწყოს აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნებს, მიუახლოვდნენ ევროკავშირის დემოკრატიული მმართველობის სტანდარტებს.

პროექტის ლოგიკა შესაბამისობაშია სტაბილურობის ინსტრუმენტის პროგრამულ პრიორიტეტებთან და აცნობიერებს, რომ კრიზისის პრევენციისა და რეაგირების პრაქტიკული გამოცდილება არასამთავრობო სექტორს აქვს. საქართველოში, ამ პოტენცილის სრულ გამოყენებას ხელს უშლის რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობის გამოცდილების არასაკმარისი ხილულობა, როგორც საქართველოს მთავრობისა, ასევე ქვეყანაში მომუშავე საერთაშორისო დონორების მხრიდან, სახელმწიფო და არასახელმწიფო მონაწილეებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობა და უშუალოდ სამოქალაქო საზოგადოებაში დაინტერესებულ მხარეებს შორის სუსტი კავშირები. ამიტომ, ეს პროექტი მიზნად ისახავდა ამ სისუსტეების გადალახვაზე და საქართველოში სტაბილური და "პოზიტიური" მშვიდობის დამყარებაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გაძლიერებაზე მიმართული რეკომენდაციების მონახაზის მომზადებას. წინამდებარე სარეკომენდაციო დოკუმენტი საერთაშორისო ექსპერტებისა და საქართველოს სამოქალაქო სექტორის კრიზისის პრევენციისა, ნდობის აღდგენისა და შერიგების სფეროში უშუალოდ მუშაობის და კვლევების ჩატარების დიდი გამოცდილების მქონე ოცზე მეტი წარმომადგენლის ერთობლივი მუშაობის შედეგია. პროექტის პარტნიორებმა ჩაატარეს ორი მრგვალი მაგიდა (2010 წლის აპრილი და ივლისი), სადაც გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დისკუსია და რეკომენდაციების შემუშავება. ექსპერტების ძირითადმა ჯგუფმა დოკუმნეტის სტრუქტურასთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა და მის დასრულებამდე მასზე მუშაობას გააგრძელებს.

დოკუმენტის შესაბამის თავები მკითხველს სთავაზობს სამშვიდობო პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ზოგადი ფუნქციის მოკლე აღწერას და, ამასთან ერთად, საქართველოს სამშვიდობო პროცესის კონტექსტში სამოქალაქო საზოგადოების ანალიზს. ასევე განხილულია სამშვიდობო პროცესების შვიდი პრიორიტეტული სფერო, რომელიც გამოიკვეთა პროექტის განხორციელების პროცესში და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისათვის, საქართველოს მთავრობასა და ქვეყანაში მომუშავე საერთაშორისო დონორებისათვის. Aასევე ცალკეა გამოყოფილი ე.წ. `გამჭოლი რეკომენდაციები", რომელიც თითოეულ პრირიტეტულ სფეროს ეხება.

ვიმედოვნებთ, რომ წინამდებარე დოკუმენტი- საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში დებატებისა და თანამშრომლობის შედეგი,- სასარგებლო იქნება მკითხველისათვის. რეკომენდაციების გავრცელებასთან დაკავშირებით პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირში გარკვეული ღონისძიებები უკვე დაგეგმილია.

ვრცლად >>>