პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება, დღეს თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს შეხვდა.
ორმა პრეზიდენტმა "კმაყოფილება გამოხატა ორმხრივი ურთიერთობების წარმატებით განვითარებასთან დაკავშირებით" და ამ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში.
ამავე ცნობით, პრეზიდენტებმა რეგიონალური და საერთაშორისო საკითხებიც განიხილეს.