ქალი მშვიდობისმშენებლები სხვადასხვა ქვეყნიდან ნიუ იორკში მოუწოდებენ გაეროს მიაქციოს ყურადღება ქალის როლის გაშუქებას მედიაში

ამობეჭდვა PDF

ქალი მშვიდობისმშენებლები სხვადასხვა ქვეყნიდან ნიუ იორკში მოუწოდებენ გაეროს მიაქციოს ყურადღება ქალის როლის გაშუქებას მედიაში24–28 ოქტომბერს, ნიუ იორკში GPPAC (გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტის პრევენციისთვის) ინიციატივით მოეწყო სამუშაო შეხვედრა GPPAC ქსელში შემავალი სხვადასხვა რეგიონის  გენდერის ადგილობრივი წარმომადგენლების მონაწილეობით.

ICCN –ი ამ გლობალური ქსელი წევრია და კავკასიის რეგიონში კოორდინირებს მის საქმიანობას. ხოლო ნიუ იორკის შეხვედრას  გენდერის მიმართულებას მისი ადგილობრივი წარმომადგენელი, ნანა ბერეკაშვილი ესწრებოდა. ამ შეხვედრაზე ქსელი წარმოდგენილი იყო GPPAC -ის სხვადასხვა რეგიონის კიდევ 8 წევრით:

ნიგათ საიდ ხანი, ცნობილი პაკისტანელი ფემინისტი აქტივისტი, ქალთა ცენტრის დამაარსებელი და ASR რესურს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია

ვისაკა დარმადასა პარუა ომით დაზარალებულ ქალთა და დაკარგულ ჯარისკაცთა მშობელთა ასოციაციის თამჯდომარეა. იგი კადნიში, შრი ლანკაში მოღვაწეობს.

კარმენ ლაუზონ–გათმაიტანი "ინიციატივა საერთაშორისო დიალოგისთვის" პროგრამის მენეჯერია და  "მინდანაოს ხალხთა საბჭოს" წევრია. კარმენი იყო ინიციატორი რეგიონული ქალთა ქსელისა სახელწოდებით "1325 აზიური წრე"

შერონ ბჰაგვან როლზი გენდერის მეკავშირეა GPPAC -ის სამეთალყურეო ჯგუფისთვის. იგი წყნარი ოკეანის აუზის ქალთა ქსელის (FemlinkPacific)აღმასრულებელი დირექტორია. მისი ორგანიზაცია მედია ინიციატივები ქალებისთვის აქტიურად ლობირებს 1325. მიჰყავს სათემო მედიის პროექტი. შერონი  ასევე გაეროს სამოქალაქო საზოგადოების მღცეველთა ჯგუფის წევრია გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის საკითხებზე.

ვეენა სინგხ–ბრიარი მუშაობს წყნარი ოკეანის აუზის რეგიონული წარმომადგენლად  . . –ის რეგიონული სამდივნოდან. იგი ბავშვთა უფლებების დამცველია და მუშაობდა ფიჯის სეივ დი ცჰილდრენსა და წითელი ჯვრის ორგანიზაციებში. ვეენა სათემო რადიოს კომენტატორია. იგი ასევ მუშაობს femLinkPacific ში მათი სტრატეგიის მკვლევარ ოფიცრად.

სოფი ტუპინი – ქალთა უფლებების პროგრამის ოფიცერია "საერთაშორისო გზაჯვარედინში” (Crossroads International) მონრეალიდან. იგი ეწევა საკონსულტაციო და კვლევით მუშაობს კანადის სამშვიდობო მისსისა და ჰუმანიტარული კვლევების ცენტრს და ასევა კვებეკის უნივერსიტეტს. სოფი გენდერისა და მშვიდობისმშენებელთა სამუშაო ჯგუფის (ოტავა) და ქალ მშვიდობისმშენებელთა გლობალური ქსელის აქტიური წევრია.

მაია ვიტასი – კომუნიკაციისა და პიარ კოორდინატორია ნანსენის დიალოგის ცენტრში (სერბია). იგი ასევ GPPAC  მედია ფოკალ პოინტია (ადგილობრივი წარმომადგენელია) დასავლეთ ბალკანეთში.

ნანა ბერეკაშვილი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრის გენდერისა და უმცირესობათა საკითხების განყოფილების მენეჯერი.

GPPAC - მა ეს შეხვედრა დაამთხვია და უძღვნა მსოფლიოს ქალებისთვის და მშვიდობის მშენებელთათვის ძალიან მნიშვენელოვანი რეზოლუციის – გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის 1325 – 11 წლის თავს.

"ქალები,  1325 და მის მიღმა" იყო შეკრებილთა გაცხადებული მისია.

შეხვედრის კონკრეტული თემა იყო კოფლიქტსა და პრევენციიაში ქალების როლის  გაშუქება მედიი საშუალებით.

ხუთდღიანი პროგრამა მდიდარი იყო მოვლენებით. იგი მოიცავდა:

  • 2 დღიან  მედია ტრენინგს;
  • შიდა სამუშაო შეხვედრას GPPAC გენდერული პოლიტიკის განხორციელებისა და ქსელური მუშაობის გაუმჯობესებისთვის სამომავლო  ღონისძიებების  დასაგეგმად,
  • მრგვალ მაგიდას, რომელზეც განიხილებოდა ის, თუ როგორ უნდა შეუწყოს ხელი მედიამ კონფლიქტის პრევენციასა და მშვიდობისმშენებლობაში ქალთა მონაწილეობას. ამავე შეხვედრაზე  წარმოდგენილი იყო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატებისთვის;
  • ბოლო ღონისძიება იყო ჯგუფის წევრების დასწრება გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატებზე, რომელბიც მთლიანად რეზოლუცია 1325–ის განხორციელებას და მასთად დაკავშირებულ პრობლემებს მიეძღვნა.

ჯგუფის მთავარი გზავნილი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართ 2 რეკომენდაციის სახით ჩამოყალიბდა:

  • უნდა მოხდეეს ქალების ფორმალური აღიარება , მათი, როგორც მომლაპარაკებლების, მედიატორებისა და სამოქალაქო საზოგადოების აგენტების, რომელბიც აკავშირებენ დაყოფილ მხარეებს  როლში.
  • უნდა ხელი შეეწყოს ცონფლიქტის პრევენციაში ქალთა ცნობადობის ზრდას, მათ შორის გაეროს წევრ სახელმწიფოთა, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ქსელებთან თანამშრომლობის გზით.
  • ინვესტირება და რესურსები მობილიზაცია ქალთა მიერ კონფლიქტის პრევენციასა და სამშვიდობო განათლების მხარდაჭერაში ადგილობრივი, ეროვნული და გლობალურ დონეებზე; ადამინური, ფინანსური ტექნიკური და ინსტიტუციური რესურსების ჩათვლით.

ეს რეკომენდაციები  მრგვალ მაგიდაზე მოწვეულ გაეროს სხვადასხვა ქვეყნის მისიების წარმომადგენლებს, მედია საშუალებათა წარმომადგენლებს და გაეროს  გენერალური მდივნის ყოფილ მოადგილეს , ელჩ ანვარულ ჩოუდურის წარედგინა.

გლობალური ქსელის შესახებ, შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით და მონაწილეებზე შემდგომი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ

www.peaceportal.org ან www.gppac.org