მიმართვა აშშ 44-ე არჩეულ პრეზიდენტ, ბარაკ ობამას

ამობეჭდვა PDF

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია დემოკრატიისათვის

20 იანვარი, 2009 წელი, თბილისი, საქართველო

ბატონო პრეზიდენტო,

მოგესალმებით საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა "კოალიცია - დემოკრატიისათვის" სახელით და გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტად არჩევას!

ამერიკის ახალი პრეზიდენტის არჩევა მსოფლიო დემოკრატიულ საზოგადოებაში უკეთეს მოლოდინებს უკავშირდება. ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები განსაკუთრებულ იმედებს ვამყარებთ თქვენს პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. თქვენი გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში ნამდვილი დემოკრატიული ტრადიციების კიდევ ერთ დადასტურებად მიგვაჩნია.

ავტორიტარულად მართულ სახელმწიფოებში სუსტ სამოქალაქო საზოგადოებებს განსაკუთრებით სჭირდება ისეთი დიდი და ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნის მხარდაჭერა, როგორიცაა აშშ. საქართველოში, როგორც ერთ-ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, მისი ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი შეფასებით, დღესდღეობით საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურია სიცოცხლის, გამოხატვის თავისუფლება და პოლიტპატიმრების საკითხი. ჩვენ გვსურს თქვენთან აქტიური თანამშრომლობა ზემოაღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში კიდევ უფრო გაიზრდება და საქართველოსთან თანამშრომლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ მის ხელისუფლებასთან ურთიერთობით. ქართველ ხალხის ნებას, ისე, როგორც ყველა ნამდვილი დემოკრატიის ქვეყნებში, გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოებაც.

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გილოცავთ აშშ პრეზიდენტად არჩევას და გისურვეთ წარმატებებს თქვენი და ჩვენი სამშობლოს სასიკეთოდ.

ხელმოწერები:

  • ახალგაზრდული ალტერნატივა, ლაშა ბლიაძე
  • ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, ლია მუხაშავრია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი, უჩა ნანუაშვილი
  • თანასწორობის ინსტიტუტი, ზურა რთველიაშვილი
  • კანონი ხალხისთვის, ზაქარია ქუცნაშვილი
  • კავკასიის ქალთა ქსელი, ნინო ციხისთავი
  • კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, გიორგი ხუციშვილი
  • კონსტიტუციის მუხლი 42, მანანა კობახიძე
  • კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი, კობა ბოჭორიშვილი
  • კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ქსელი, ალექსი ბოჭორიშვილი
  • ჟურნალისტთა კავშირი ობიექტივი, მამუკა გობეჩია
  • საერთო სახალხო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო, არნოლდ სტეპანიანი
  • სამართალი და თავისუფლება, ირაკლი სესიაშვილი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თამარ ხიდაშელი
  • ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის, ნანა კაკაბაძე
  • ჯანმრთელი სამყარო, ირინა ფუტკარაძე