"საქართველოს კონფლიქტებში პროგრესის მოკლე ვადაში მიღწევის გეგმა" წარმოადგენს ამერიკის პროგრესის ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშს (www.americanprogress.org). ანგარიში მოიცავს რიგ რეკომენდაციებს კონფლიქტის მხარეების მიმართ. გეგმა სამი ერთმანეთისაგან ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისაგან შედგება:
სწორედ, ეს კომპონენტებია განხილული ანგარიშში დეტალურად და მათთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს გვთავაზობენ ავტორები. გეგმა არ არის ამბიციური, რადგანაც მასში არ არის საუბრი კონფლიქტების/კონფლიქტის მოგვარებზე. ანგარიში წარმოადგენს ერთგვარ ნაბიჯებს იმისათვის, რომ მხარეებს შორის შედგეს კომუნიკაცია და გადაიჭრას ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები: უზრუნველყოფილ იქნას სასაზღვრო ტერიტორიებზე მცხოვრების ადამიანების უსაფრთხოება, შეიქმნას ჰუმანიტარული მონიტორინგის განხორციელების პირობები და მასში ევროკავშის სადამკვირვებლო მისიის როლი გაფართოვდეს და ასევე სხვა საკითხები.
ანგარიშის ავტორების აზრით, უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მხარეებს შორის საერთო ინტერრესების გამოძებნა, ერთ-ერთი ასეთი საერთო ინტერესი შესაძლო იყოს ის, რომ არც ერთ მხარეს (ქართული, ოსური და აფხაზური) ომი აღარ სურს.
სრული ტექსტი: ”საქართველოს კონფლიქტებში პროგრესის მოკლე ვადაში მიღწევის გეგმა”
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით 2011 წლის 10 მაისს თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდში" შედგა ანგარიშის ქართული ვერსიის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ სფეროს ექსპერტები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.
გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ და თქვენი მოსაზრებები გაგვიზიაროთ ამერიკის პროგრესის ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიშის შესახებ ელეტრონულ მისამართზე: ეს e-mail მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან, მისი ნახვისთვის თქვენ ჩრთული უნდა გქონდეთ Javascript-ი