ქალი მშვიდობისმშენებლები სხვადასხვა ქვეყნიდან ნიუ იორკში მოუწოდებენ გაეროს მიაქციოს ყურადღება ქალის როლის გაშუქებას მედიაში

ამობეჭდვა PDF

ქალი მშვიდობისმშენებლები სხვადასხვა ქვეყნიდან ნიუ იორკში მოუწოდებენ გაეროს მიაქციოს ყურადღება ქალის როლის გაშუქებას მედიაში24–28 ოქტომბერს, ნიუ იორკში GPPAC (გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტის პრევენციისთვის) ინიციატივით მოეწყო სამუშაო შეხვედრა GPPAC ქსელში შემავალი სხვადასხვა რეგიონის  გენდერის ადგილობრივი წარმომადგენლების მონაწილეობით.

ICCN –ი ამ გლობალური ქსელი წევრია და კავკასიის რეგიონში კოორდინირებს მის საქმიანობას. ხოლო ნიუ იორკის შეხვედრას  გენდერის მიმართულებას მისი ადგილობრივი წარმომადგენელი, ნანა ბერეკაშვილი ესწრებოდა. ამ შეხვედრაზე ქსელი წარმოდგენილი იყო GPPAC -ის სხვადასხვა რეგიონის კიდევ 8 წევრით:

ვრცლად...
 

ცესკოს საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა

ამობეჭდვა PDF

ცესკოს საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა27 სექტემბერს სასტუმრო "ამბასადორში" ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს 2011-2015 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტი წარუდგინა.

ვრცლად...
 

საქართველოს კონფლიქტებში პროგრესის მოკლე ვადაში მიღწევის გეგმა

ამობეჭდვა PDF

საქართველოს კონფლიქტებში პროგრესის მოკლე ვადაში მიღწევის გეგმა"საქართველოს კონფლიქტებში პროგრესის მოკლე ვადაში მიღწევის გეგმა" წარმოადგენს ამერიკის პროგრესის ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშს (www.americanprogress.org). ანგარიში მოიცავს რიგ რეკომენდაციებს კონფლიქტის მხარეების მიმართ. გეგმა სამი ერთმანეთისაგან ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისაგან შედგება:

ვრცლად...
 

კონფერენცია „ქორთიარდ მარიოტში“

ამობეჭდვა PDF

კონფერენცია „ქორთიარდ მარიოტში“კონფლიქტებში პროგრესის მოკლე ვადებში მიღწევის გეგმა და საერთაშორისო საზოგადოების როლი - ამ საკითხზე "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ კონფერენციაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე სპეციალური ანგარიშიც განიხილეს.

ვრცლად...
 

მომავლის ახალგაზრდა ფასილიტატორები (თრენინგი ქ. ბათუმში)

ამობეჭდვა PDF

მომავლის ახალგაზრდა ფასილიტატორები (თრენინგი ქ. ბათუმში)პროექტი – "მომავლის ახალგაზრდა ფასილიტატორები" დაფინანსდა ევროკავშირის/COBERM/UNDP მიერ, როგორც წინამორბედი წარმატებული პროექტის, "ჩართულობა დიალოგის გზით" გაგრძელება. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტრენინგები მათთვის, ვინც ქართულ-ოსურ-აფხაზურ დიალოგში მიიღო მონაწილეობა. პროექტის მიზანია ახალგაზრდა პროფესიონალების სწავლება და მათი გაძლიერება, რათა მათ თავად შეძლონ დიალოგისა და შეხვედრების წარმართვა კონფლიქტით დაყოფილ მხარეებს შორის.

ვრცლად...
 

ახალგაზრდა ლიდრებისათვის ფასილიტაციასა და მედიაციაში

ამობეჭდვა PDF

ახალგაზრდა ლიდრებისათვის ფასილიტაციასა და მედიაციაშიტრენინგების სერია დევნილი მოსახლეობისთვის და იმ ადამიანებისათვის, ვინც 2008 წლის საომარი მოქმედებებით დაზარალდა გრძელდება. იგი EED-ის მიერ არის დაფინანსებული და უკვე მეორე წელია რაც მიმდინარეობს. უკვე ჩატარდა ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგები, ტრენინგები ქალებისათვის და ახალგაზრდა ლიდერების გასაძლიერებლად. 2011 წლის 12-14 აპრილს, გორში ტრენინგის II ეტაპი “ახალგაზრდა ლიდრებისათვის ფასილიტაციასა და მედიაციაში” ტრადიციულად, IССN-ის პარტნიორ ორგანიზაციაში - “ძალადობიგან დაცვის ეროვნული ქსელის შიდა ქართლის კომიტეტის” ოფისში იყო ორგანიზებული.

ვრცლად...
 

სტუდია ”ობიექტივი”

ამობეჭდვა PDF

სტუდია ”ობიექტივი”ამა წლის 15 აპრილს რადიო პროგრამაში ”გამარჯობა აფხაზეთო” (FM105.0) საინტერესო საუბარი წარიმართა სახალხო დიპლომატიისა და ქართლ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგის ირგვლივ. საუბარი იმ პროექტის შედეგებსაც შეეხო, რომელიც 2009 წლიდან - ევროკავშირის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა სხვათა ხელშეწყობით ხორციელდება სასწავლო ვიზიტებისა და დიალოგის პროცესის სახით.

ვრცლად...
 

მომავლის ახალგაზრდა ფასილიტატორები

ამობეჭდვა PDF

მომავლის ახალგაზრდა ფასილიტატორებიაფხაზებთან და ოსებთან დიალოგში ჩართული საზოგადოება კომუნიკაციების წარმოებასა და კონფლიქტების სწორად მართვის მექანიზმებს ეუფლება. "მომავლის ახალგაზრდა ფასილიტატორები" ერთად ცდილობენ საკუთარი წვლილი შეიტანონ კონფლიქტურ მხარეებს შორის ნდობის მშენებლობასა და ურთიერთ კონტაქტის დამყარების პროცესში.მოლდოვის საერთაშორისო შეხვედრამდე რამდენიმე თვით ადრე კი ყველა მხარე სპეციალურ ტრენინგებს გადის.

ვრცლად...
 

კონფლიქტების ანალიზისა და გადაწყვეტის ინსტიტუტი ქართულ-ოსური პროცესი - "თვალსაზრისი"

ამობეჭდვა PDF

კონფლიქტების ანალიზისა და გადაწყვეტის ინსტიტუტი ქართულ-ოსური პროცესი - "თვალსაზრისი" 2008 წლის დეკემბერში ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტმა უმასპინძლა სამშვიდობო პროცესის - "თვალსაზრისის"ქართველ და ოს მონაწილეებს. შეხვედრა შედგა უნივერსიტეტის კონფლიქტების ანალიზისა და გადაწყვეტის ინსტიტუტის დასასვენებელ/საკონფერენციო სახლში (მეისონ ნექი, ვირჯინია). ამ შეხვედრით დაიწყო დისკუსიების სერია, რომელმაც გააფართოვა მონაწილეთა თვალთახედვა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ დაპირისპირებულ მხარეთა შორის ნდობის აღდგენის შესაძლებლობათა შესახებ. "თვალსაზრისის" შვიდმა შეხვედრამ მის მონაწილეთა შორის მრავალი საერთო პრობლემა წარმოაჩინა, რომელთაც, შესაძლოა, მხარეთა შორის ნდობის აღდგენის პროცესს შეუწყონ ხელი. ქართულ-ოსური დიალოგის - "თვალსაზრისის" შეხვედრები კვლავ გრძელდება და მათი მთავარი მიზანია ორივე მხრიდან შეკრებაში მონაწილე ანალიტიკოსებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან ახალი, ორივე მხარისათვის კონსტრუქციული, საერთო პრობლემები წარმოჩენა, კონფლიქტის დინამიკის შესახებ აზრის ურთიერთგაზიარება, რომლებმაც საბოლოო ჯამში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს სამხრეთ კავკასიისა და რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში.

ვრცლად...
 


გვერდი 1. სულ 4 გვერდი