პროექტი – "მომავლის ახალგაზრდა ფასილიტატორები" დაფინანსდა ევროკავშირის/COBERM/UNDP მიერ, როგორც წინამორბედი წარმატებული პროექტის, "ჩართულობა დიალოგის გზით" გაგრძელება. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტრენინგები მათთვის, ვინც ქართულ-ოსურ-აფხაზურ დიალოგში მიიღო მონაწილეობა. პროექტის მიზანია ახალგაზრდა პროფესიონალების სწავლება და მათი გაძლიერება, რათა მათ თავად შეძლონ დიალოგისა და შეხვედრების წარმართვა კონფლიქტით დაყოფილ მხარეებს შორის.
მეორე 6 დღიანი ტრენინგი ჩატარდა ბათუმში. მას ICCN-ის ტრენერები – თინათინ ასათიანი და მანანა კანდელაკი უძღვებოდნენ. ამ ტრენინგში საქართველოს რეგიონების (ბათუმი, ფოთი, გორი, ზუგდიდი, ქუთაისი, ქვემო ქართლი) წარმომადგენელი ის ახალგაზრდა პროფესიონალები მონაწილეობდნენ.