ებრაული თემი საქართველოში

ამობეჭდვა PDF

ებრაული თემი საქართველოშიკონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი გერმანული ორგანიზაცია EED-ის მხარდაჭერით ახორციელებს პრეზენტაციათა ცილკს საქართველოში არსებული სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით. ეს ღონისძიებები ემსახურება საქართველოში მცხოვრები ეთნოსების და ჯგუფების დაახლოებას, მშვიდობიანი თანაცხოვრების გამოცდილების გახსენებასა და კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის გარემოს შექმნას.

2010 წლის 10 ნოემბერს, სასტუმრო "ამბასადორში" ჩატარდა პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა ებრაულ თემს საქართველოში – მის ისტორიას და დღევანდელობას. პრეზენტაცია ასევე შეეხებოდა იუდაიზმის საკითხებს, ტრადიციულ დღესასწაულებს, დამწერლობას, კალენდარს და ხელოვნებას.

პრეზენტაცია წარმოადგინა ქალბატონმა მარინე სოლომონიშვილმა, რომელიც გახლავთ საერთაშორისო ფონდ "ლეას" და ებრაელ ქალთა საბჭოს პრეზიდენტი. თვითონ პრეზენტაცია გაფორმებული იყო ქ-ნ მარინას ნახატებით. პრეზენტაცია გახსნა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორმა პროფესორმა ბ-ნ გოგი ხუციშვილმა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ კულტურის და აკადემიური წრეების ცნობილი წარმომადგენლები და დიპლომატები: საფრანგეთის ელჩი, ერიკ ფურნიე. ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის აკადემიკოსი ქ-ნი მარიკა ლორთქიფანიძე, პროფესორი ბ-ნი ზურაბ კიკნაძე, დოცენტი ბ-ნი ნუგზარ პაპუაშვილი, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები. სასულიერო აკადემიის სტუდენტები, რეინტეგრაციის სამინისტროს ეთნიკურ უმცირესობათა სამმართველოს ხელმძღვანელი, ქ-ნი მაია ხვიჩია, პარლამენტის ვიცესპიკერის, ბ-ნი გიგი წერეთლის სამდივნოს უფროსი ქ-ნი მანანა ქუთათელაძე.

დააკლიკეთ ფოტოზე

ებრაული თემის მხრიდან პრეზენტაციას ესწრებოდნენ ებრაული თემის მოღვაწენი: ბ-ნი თემურ ყვითელაშვილი, ქ-ნი ევა ბაბალაშვილი, ბ-ნი ზურაბ დავითაშვილი, ბ-ნი ავი ოფირი და კოენი რაფაელ მესენგისერი.

პრეზენტაცია ძალიან პოზიტიურ ემოციურ ატმოსფეროში ჩატარდა. დამსწრეებმა გაიგეს ბევრი ახალი ებრაელთა კულტურაზე, ისტორიაზე, რწმენაზე თუ ტრადიციებზე. დისკუსიაში გამომსვლელებმა დაამატეს თავიანთი ფაქტები და ისტორიები საქართველოში ებრაელთა ცხოვრების შესახებ, ზოგი ძალიან ემოციური. Pპრეზენტაციაზე დაიბადა ახალი ქართულ-ებრაული კულტურათაშორისი პროექტების იდეებიც.