დაუპირისპიროთ რუსულ ოკუპაციას “მშვიდობის ბუფერები”

ამობეჭდვა PDF

დაუპირისპიროთ რუსულ ოკუპაციას “მშვიდობის ბუფერები”გრძელდება რუსეთის აგრესია და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. საქართველოს ხანგრძლივი დროით დასუსტების და დამორჩილების გეგმის კომპონენტებია

  • სამხედრო ნაწილებისა და ბაზების გაძარცვითა და ინფრასტრუქტურის განადგურების, ჯარისკაცებში წაგებული ერის სინდრომის გაღვივებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხანგრძლივი დროით დაქვეითება
  • კონფლიქტის ზონების გარშემო გაურკვეველი საზრვრების მქონე და არამდგრადი ბუფერული ზონების დაწესებით ქვეყანაში მუდმივი არასტაბილურობის მიღწევა
  • სეპარატისტების გამალებული შეიარაღების გზით და თბილისთან ცხინვალის რეგიონის სიახლოვის გამო დედაქალაქისთვის მუდმივი საფრთხის შექმნა
  • სამეგრელოში მოსახლეობის დემორალიზაცია და დანარჩენ საქართველოსგან მოწყვეტისა და იზოლირების შედეგად მისი გაუცხოების მიღწევა (ფოთის პორტის დაკავება, ტრასებზე და კონფლიქტის ზონიდან მოშორებულ დასახლებულ პუქტებში რუსული სამხედრო ტექნიკის მოძრაობა, მოსახლეობისათვის რუსული პასპორტების დარიგების მცდელობა, მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და სხვ.)
  • ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში აჭარის დაკავების გეგმის ამუშავება და სარფის საბაჟო პუნქტის ბლოკირება (რომელსაც ყარსის ხელშეკრულება გარკვეულწილად შეუშლიდა ხელს)

დააკლიკეთ ფოტოზე

საქართველოში განხორციელებულ ქმედებათა შედეგად, რუსეთის მიერ დასახული სტრატეგიული მიზნებია

  • მსოფლიოსთვის რუსეთის როგორც ზესახელმწიფოს ახალი გლობალური როლის დემონსტრირება
  • ამერიკის ღია დაპირისპირებაში გამოწვევა (ევროპაში არსებული ერაყის კამპანიის საწინააღმდეგო განწყობათა გამოყენებით)
  • საქართველოს “ლიბანიზაციის” შედეგად მისი ნატოსთვის უვარგისობისა და საქართველოს გავლით ენერგომატარებლების გაყვანის არამიზანშეწონილების დამტკიცება

რუსეთის მიერ გამოყენებული მეთოდები:

საქართველოს მიმართ:

  • მართვადი ჰუმანიტარული კატასტროფა (გახანგრძლივებული ოკუპაციისა და რუს სამხედროთა თარეშის შედეგად დევნილთა ახალ-ახალი ტალღების გამოწვევა და მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების გაუარესება)
  • მოსახლეობის დემორალიზაცია ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების იგნორირებისა და რუსი ჯარის დაუსჯელობის სინდრომის შექმნით

მსოფლიოს მიმართ:

  • გარე სამყაროში საქართველოს როგორც არასტაბილური, საშიში და ინვესტიციებისთვის შეუფერებელი გარემოს სურათის განმტკიცება
  • საინფორმაციო ვაკუუმის ან დეფიციტის შექმნა ომისა და ოკუპაციის იმ მხარეებზე, რაც რუსეთს არ აწყობს
  • მსოფლიო საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და საერთაშორისო არენაზე თავის ქმედებათა ლეგიტიმაციის მიზნით ფსევდოჰუმანური არგუმენტაციის შექმნა და პროპაგანდირება