უკრაინა დათანხმდა ევროპელი იურიდიული და სამედიცინო ექსპერტების მიღებას ტიმოშენკოს საქმეზე

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, მიკოლა აზაროვი აცხადებს, რომ ევროკავშირს შეუძლია უკრაინაში მიავლინოს ექსპერტები ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს როგორც სამედიცინო გასინჯვის, ისე მისი საქმის და განაჩენის იურიდიული საფუძვლების შესწავლის მიზნით. აზაროვი ამ განცხადებით ოთხშაბათს, ევროპარლამენტის წინაშე გამოვიდა. მისი თქმით, ევროკავშირელ ექიმებს შეუძლიათ ჩავიდნენ უკრაინაში და შემოწმება ჩაუტარონ ტიმოშენკოს - რომელიც ამჟამად ხარკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს,
ვრცლად...
ევროპის "სამეზობლო პაკეტი"

15 მაისს ერთდროულად რამდენიმე ანგარიში გამოქვეყნდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ. ის არის ევროკავშირის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც წარმართავს ბრიუსელის ურთიერთობას 16 ქვეყნის, კერძოდ ევროკავშირის სამხრეთელი და აღმოსავლელი მეზობლების, მათ შორის საქართველოს მიმართ. გთავაზობთ ანგარიშების ზოგად მიმოხილვას.
15 მაისს ევროკავშირმა, კერძოდ, ევროკომისიამ და საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს ე.წ. "სამეზობლო პაკეტი". ანგარიშების კრებული, რომლის მოცულობაც ერთობ რთული ამოცანის წინაშე აყენებს მისი მიმოხილვის მსურველს...
ვრცლად...
კოლორადოში რუსეთ-აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს

ამერიკის ტერიტორიაზე - კოლორადოს შტატში - პირველად გაიხსნა რუსეთისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნა, რომელიც საგანგებო ანტი-ტერორისტული დანაყოფების მომზადებას ისახავს მიზნად. რუსეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლის, პოლკოვნიკ ალექსანდრ კუჩერენკოს თქმით, წვრთნა სამშაბათს დაიწყო, ფორტ კარსონის ამერიკულ ბაზაზე.
ვრცლად...
აზერბაიჯანში ოპოზიციის აქტივისტი ვადაზე ადრე გაანთავისუფლეს

აზერბაიჯანში ოპოზიციის გავლენიანი აქტივისტი ციხიდან ვადაზე ადრე გაანთავისუფლეს. ალნურ მეჩიდლიმ - რომელიც ოპოზიციური სახალხო ფრონტის პარტიის წევრია - რადიო თავისუფლებას ამცნო, რომ ნაადრევი განთავისუფლების შესახებ მისი თხოვნა ბაქოში სასამართლომ დააკმაყოფილა და ის პირობით გაანთავისუფლეს. მეჩიდლის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დასდეს ბრალი, მას შემდეგ რაც მან 2011 წლის 2 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ოქტომბერში მას ორი წლით მიუსაჯეს პატიმრობა.
ვრცლად...
მოსკოვში მომხდარ აფეთქებას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის დომოდედოვოში, რომელიც რუსეთის ყველაზე ხალხმრავალ აეროპორტად ითვლება, აფეთქება მოეწყო. დაღუპულების რიცხვი 30-ს აღემატება, დაჭრილია 130-მდე ადამიანი.
თვითმხილველები აღწერენ მძიმე სცენას, რომელიც აფეთქების შემდეგ იხილეს საერთაშორისო რეისების მიმღებ ტერმინალში, ბარგის გაცემის განყოფილებასთან. ვიდეოჩანაწერებზე ჩანს კვამლში გახვეული სილუეტები, ჩანს, როგორ გარბის ხალხი საავარიო გასასვლელებიდან...
თვითმხილველი სერგეი რუსეთის ტლევიზიას ტელეფონით აღუწერდა ვითარებას დომოდედოვოს აეროპორტიდან: "მე აფეთქების ადგილიდან ასე, 30-40 მეტრში ვიჯექი. ხმაური, აფეთქება მომესმა, ზემოდან პლასტმასის რაღაც ნაწილები ცვიოდა, ყვირილი ისმოდა, კვამლი იყო. პანიკა რომ იყო, ხალხი, იქ ვინც იჯდა, უბრალოდ გაიქცა".
ვრცლად...
„საუბარი ვლადიმირ პუტინთან“ მრავლისმეტყველი ეპიზოდებით
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი რამდენიმე საათის მანძილზე პირდაპირ ეთერში პასუხობდა თანამემამულეების შეკითხვებს.
ვრცლად...
რატომ გაათავისუფლეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი?
ირანის პრეზიდენტის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოთაქის დათხოვნა მოულოდნელი იყო. მაგრამ უფრო უცნაური ის იყო, რომ მაჰმუდ აჰმადინეჟადი ამდენ ხანს ეგუებოდა კაბინეტში პოლიტიკოსს, რომელიც დაახლოებული იყო პრეზიდენტის მეტოქეებთან.
მანუჩერ მოთაქი პროფესიონალი დიპლომატია.13 დეკემბერს მისი ბოლო ქმედება მინისტრის თანამდებობაზე იყო სოლიდარობის გამოხატვა ბრიტანელი სტუდენტების მიმართ, რომელთა გამოსვლა პოლიციამ სასტიკად ჩაახშო. აჰმადინეჟადის ეს ნაბიჯი, ყოველგვარი განმარტების გარეშე გაეთავისუფლებინა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში განაგებდა ისლამური რესპუბლიკის საგარეო უწყებას, ბევრისთვის იყო მოულოდნელი. დასავლეთის პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ირანის რელიგიური ლიდერი დღემდე მხარს უჭერდა მოთაქის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, მაგრამ რა მოხდა ახლა, ჯერ ძნელი სათქმელია, თუმცა ის ცხადია, რომ ირანში ალი ხამენეის გარეშე ამ დონეზე საკადრო ცვლილება არ ხდება.
ვრცლად...
რუსეთი ახალ ტერიტორიულ მოწყობაზე გადადის
რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ადმინისტრაციას მომზადებული აქვს რუსეთის ტერიტორიული მოწყობის ახალი გეგმა, რომელზეც რუსეთის ლიდერი, როგორც ვარაუდობენ, ფედერალური კრებისადმი ყოველწლიურ მიმართვაში გაამახვილებს ყურადღებას. ზოგიერთი ანალიტიკოსი სუბიექტების გამსხვილებას აუცილებლად მიიჩნევს, სხვები კი ფიქრობენ, რომ ქვეყნის რუკის შეცვლა შესაძლოა იყოს წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილი, რომლითაც რუსეთის ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეეცდება დაუმტკიცოს ამომრჩეველს, რომ ქვეყანა რაღაც ნათელისა და დიადისაკენ ისწრაფვის.
ვრცლად...
ივო დაალდერი: "თუ უთანხმოების მოგვარება გვსურს , ერთმანეთს უნდა ველაპარაკოთ"
ნატოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის ივო დაალდერის განცხადებით, რუსეთთან ნატოს დიალოგი აუცილებელია უთანხმოების გამომწვევი საკითხების - უწინარეს ყოვლისა, საქართველოს საკითხის - მოსაგვარებლად. ამ და სხვა თემებზე ისაუბრა დაალდერმა, რომელიც რადიო თავისუფლების ვაშინგტონის ბიუროს ესტუმრა. ალიანსში ვაშინგტონის წარმომადგენელს უსაფუძვლოდ მიაჩნია ვარაუდი, რომ რუსეთმა შესაძლოა ალიანსის სისუსტედ აღიქვას მასთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მისწრაფება, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს დღემდე არ შეუსრულებია საქართველოსთან ომის შემდეგ ნაკისრი ვალდებულებები. მისივე თქმით, ალიანსმა მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია ლისაბონში და დასკვნით კომუნიკეშიც, რომ რუსეთისაგან მოელის სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. დაალდერის განცხადებით, საჭიროა რუსეთთან დიალოგი, თუ უთანხმოების მოგვარება გვსურს.
ვრცლად...
|
|