არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს

ამობეჭდვა PDF

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გამო.

ბოლო პერიოდში საქართველოში ტემპერატურამ საგრძნობლად იმატა, რამაც  პატიმრების მდგომარეობა საპყრობილეებში მნიშვნელოვნად გააუარესა. კერძოდ, საკნები არ არის აღჭურვილი ვენტილაციის სისტემით. რიგ შემთხვეევბში პრობლემებია წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, რის გამოც ზაფხულის პერიოდში უფრო გაუსაძლისი ხდება პატიმრების მდგომარეობა. ამ ვითარებაში განსაკუთრებით გაუსაძლისია იმ პატიმართა მდგომარეობა, რომლებიც სასჯელს იხდიან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამასთან, კრიტიკულია იმ პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც  აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

ვრცლად...
 

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის მ ი მ ა რ თ ვ ა საქართველოს პარლამენტის წევრებს

ამობეჭდვა PDF

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრებსქალბატონო და ბატონო პარლამენტარებო,

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობამ (შემდგომში "დამსაქმებელი") 2008 წლის მაისში თქვენთან (შემდგომში "დასაქმებულნი") გააფორმა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც:

“დასაქმებულნი” იღებდით ვალდებულებას, შეგემუშავებინათ ქვეყნისა და ხალხისთვის აუცილებელი კანონები და სხვა აქტები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა:

  • ქვეყნის უსაფრთხოება, დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება, ეკონომიკური განვითარება და საყოველთაო კეთილდღეობა.
  • აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

ამ სამუშაოს შესრულებისთვის “დამსაქმებელი” უზრუნველყოფდა “დასაქმებულს” შესაბამისი ოფისით (რუსთაველის გამზირი #8), ტრანსპორტით, მიმდინარე და სამივლინებო ხარჯების დაფინანსებით, ხელფასით, სამუდამო პენსიით.

ვრცლად...
 

An Open Letter to Mr. Joseph Biden, Vice President of the United States of America

ამობეჭდვა PDF

You may be aware of the sincere joy and enthusiasm shown by the Georgian people during the visit of President George W. Bush to Tbilisi in May 2005. With an impressive demonstration in honor of the U.S. President at the Liberty Square the entire Georgian nation expressed its gratitude to the American people, first of all, for the political, economical and humanitarian support the United States is invariably grants to the Georgian state both in bilateral relations and at the international arena.

ვრცლად...
 

არასამთავრობო ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფის “სამოქალაქო მანიფესტი”

ამობეჭდვა PDF

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ერთგული ვართ რა მიუკერძოებლობის, ადამიანთა უფლებების დაცვის პატივისცემისა და განსხვავებული აზრის, ასევე არაძალადობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის კულტურისადმი ჩვენს პირადულ და პროფესიულ პასუხისმგებლობად მივიჩნევთ ქვეყანაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის პროცესში უშუალო მონაწილეობის მიღებას.

ვრცლად...
 

მიმართვა აშშ 44-ე არჩეულ პრეზიდენტ, ბარაკ ობამას

ამობეჭდვა PDF

მოგესალმებით საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა "კოალიცია - დემოკრატიისათვის" სახელით და გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტად არჩევას!

ვრცლად...
 

საქართველოს სამოქალაქო სექტორის განცხადება

ამობეჭდვა PDF

უკვე მესამე დღეა, რაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის მხრიდან ღია და დაუფარავი აგრესია ხორციელდება, იბომბება როგორც საქართველოს პორტები და სხვა სტრატეგიული ობიექტები, ასევე მჭიდროდ დასახლებული პუნქტები. უკიდურესად დაძაბულია მდგომარეობა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. არის მრავალრიცხოვანი მსხვერპლი და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი. რუსეთის ფედერაცია გამოუცხადებელ ომს აწარმოებს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობის ადექვატური რეაქცია კი იგვიანებს.

ვრცლად...