ებრაული თემი საქართველოში

ამობეჭდვა PDF

ებრაული თემი საქართველოშიკონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი გერმანული ორგანიზაცია EED-ის მხარდაჭერით ახორციელებს პრეზენტაციათა ცილკს საქართველოში არსებული სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით. ეს ღონისძიებები ემსახურება საქართველოში მცხოვრები ეთნოსების და ჯგუფების დაახლოებას, მშვიდობიანი თანაცხოვრების გამოცდილების გახსენებასა და კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის გარემოს შექმნას.

ვრცლად...
 

საქართველოში სამოქალაქო სექტორის ხელშეწყობა სამშვიდობო ინიციატივის სფეროში

ამობეჭდვა PDF

საქართველოში სამოქალაქო სექტორის ხელშეწყობა სამშვიდობო ინიციატივის სფეროშიეს დოკუმენტი მომზადდა "ევროპული პარტნიორობის გაძლიერება კრიზისის თავიდან აცილებისა და რეაგირების მიზნით: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისსამშვიდობო ინიციატივების მრგვალი მაგიდები" პროექტის მიერ და წარმოადგენს მისი განხორციელების ერთ-ერთ მთავარ სამუშაო შედეგს.

ვრცლად...
 

ქალთა მონაწილეობის პრობლემები ფერმერთა კოოპერატივებში

ამობეჭდვა PDF

ფოკუს ჯგუფის ქალთა მონაწილეობის პრობლემები ფერმერთა კოოპერატივებში შედეგების ანალიზი(კოოპერატივის წევრი ქალები; კოოპერატივის და ფერმერთა სახლის წევრი მამაკაცები)

მერსი ქორის თანამშრომელთა და პარტნიორების ერთობლივ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახლად შექმნილ კოოპერატივებში ქალების გარკვეული რაოდენობრივი მონაწილების მიუხედავად, მათ (ქალებს) ერთობ პასიური როლი აქვთ გადაწყვეტილების მიღების და საქმიანობი განხილვის დონეზე. აღინიშნა გარკვეული განსხვავება ქართულ და სომხური თემებში არსებულ კოოპერატივების მუშაობის სპეციფიკაში გენდერული კომპონენტის მიხედვით, თუმცა პასიურობა ორივე თემისთვის დამახასიათებელი ნიშანი აღმოჩნდა.

ვრცლად...
 

მოქნილობა და პროაქტიულობა პროგრამის უმთავრესი საყრდენი

ამობეჭდვა PDF

მოქნილობა და პროაქტიულობა პროგრამის უმთავრესი საყრდენი ICCN კომპონენტი პროგრამაშიპროგრამის "ახალქალაქის სოციალური და მარკეტინგული კავშირები" მიზნები იძლევა იმის საშუალებას, რომ ვიყოთ მოქნილი და მყისიერი რეაგირება მოვახდინოთ ჩვენი სამიზნე ჯგუფების პირდაპირ საჭიროებებზე. Uგაძლიერებისა და შესაძლებლობების ზრდის კომპონენტის ფარგლებში ჩვენმა ორგანიზაციამ, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრმა (ICCN) ინტერვენციის სტრატეგიის გადახედვა მოახდინა და პრიორიტეტების ახლებული ხედვა ჩამოაყალიბა გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერში. ხელახლა განისაზღვრა ჩვენი სამიზნე აუდიტორია და მასთან მუშაობის სტრატეგია. ჩვენი ორგანიზაცია პროგრამის სოციალური კავშირების კომპონენტს აძლიერებს, რაც მარკეტინგული მიმართულების განვითარებისა და წარმარმატების მნიშვნელოვანი საწინდარია. უშუალოდ თემთან, პირდაპირ სამიზნე ჯგუფებთან ფერმერთა კოოპერატივებთან და ასოციაციებთან, სასოფლო-სამეურნეო სერვის-ცენტრთან, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან მუშაობა ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია.

ვრცლად...
 

ტოლერანტობიდან სამოქალაქო ინტეგრაციამდე

ამობეჭდვა PDF

პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საქართველოში და მოსახლეობაში პოსტ-ტოტალიტარული მენტალიტეტის დაძლევა, რომელიც ხელს უშლის ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას ქართულ საზოგადოებაში. პროგრამაში გათვალისწინებული მიზნობრივი პრობლემები მოიცავს:

ეთნიკურ ნაციონალიზმს და ქსენოფობიას, რომელიც ხასიათდება ცრურწმენებით მეზობელი ერების მიმართ, ქვეყნის შიგნით უმცირესობებს და ფართოდ გავრცელებულ ეთნიკურ დისკრიმინაციას, გენდერულ დისკრიმინაციას ოჯახური ძალადობის ჩათვლით, და სხვ. ამგვარად, პროგრამა გულისხმობს მრავალფუნქციონალური ქსელის ამოქმედებას, რომელიც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების აქტორების ძლიერი გუნდების სინერგიას, რომლებიც თავის მხრივ სისტემურად და პროფესიონალურად იმოქმედებს შერჩეულ საქალაქო ცენტრებში, განსაკუთრებით მაღალი რისკის ზონებში მოსაზლეობის განათლების და ინფორმირების მხრივ.

ვრცლად...
 

სამხრეთ კავკასიის რეგიონული კოალიცია

ამობეჭდვა PDF

South Caucasus Regional Coalition for the support of International Criminal Court (ICC)მსოფლიოს ფედერალისტთა მოძრაობის (World Federalists Movement) მიერ დაფინანსებული და 2005 წელს დაწყებული პროგრამა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში ქმედითი კოალიციის შექმნას რომსის სტატუტის რატიფიკაციისა და განხორციელებისათვის და ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ICCN– ის როლის შესაბამისად გაცნობიერებისთვის.

ვრცლად...
 

სოციალური და საბაზრო კავშირები ახალქალაქის რეგიონში

ამობეჭდვა PDF

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა პროგრამას “სოციალური და საბაზრო კავშირები ახალქალაქის რეგიონში”. ეს პროგრამა დაფინანსდა ევროკომისიის მიერ და განხორციელდა მერსი კორის და ICCN-ის ერთობლივი პარტნიორობით. ICCN პასუხისმგებელია ჩაუტაროს ტრეინინგები რეგიონის ფერმერულ გაერთიანებებს გუნდის მშენებლობაში, ლიდერობაში, ტოლერანტობასა და კონფლიქტების გადაწყვეტაში. ICCN აგრეთვე უზრუნველყოფს კვლევით და მოთხოვნილებათა შეფასებების აქტივობებს მთელი პროგრამის მაშტაბით. პროგრამაში მონაწილეობენ: სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილობრივი თემები, ფერმერული კოოპერატივები, ფერმერული ასოციაციები.

 

საქართველოს ერთიანობის მშენებლობა (BIG)

ამობეჭდვა PDF

საქართველოს ერთიანობის მშენებლობა (BIG)ადამიანის უფლებათა ცენტრი მუშაობს სემინარებისა და ვორქშოპების გზით, უმცირეოსაბათა და უმრავლესობათა ჯგუფებს შორის დიალოგის ხელშეწყობაზე. ვორქშოპის დროს შესასრულებებლი დავალებები მიმართულია ისეთ სენსიტიურ საკითხებზე, როგორიცაა რელიგიური ესტებლიშმენტების რეგისტრაციის კანონი, რელიგიური ისტებლიშმენტების სტატუსი და რელიგიური განათლება საქართველოს საშუალო სკოლებში.

ვრცლად...
 

თემის ინვესტირების პროგრამა - West (CIP-W)

ამობეჭდვა PDF

თემის ინვესტირების პროგრამა - West (CIP-W)

“სამოქალაქო ინვესტიციის პროგრამა – დასავლეთი”

პროგრამის შესახებ

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს ამ პროგრამას CARE ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა საკმაოდ მაშტაბურია, რადგან ის ითვალისწინებს წალკისა და ახალქალაქის სოციალურ – ეკონომიკურ განახლებას.

ვრცლად...
 


გვერდი 1. სულ 2 გვერდი