21 სექტემბერს მსოფლიო აღნიშნავს მშვიდობის საერთაშორისო დღეს – დღეს, როდესაც უნდა შეწყდეს შეიარაღებული კონფლიქტი... დღეს, როდესაც მებრძოლებს მივმართავთ შეაჩერონ სროლა... დღეს, როდესაც ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას არა-ძალადობისა და უთანხმოებების მშვიდობიანი გადაწყვეტის პრინციპების მიმართ. ეს სიტყვები ეკუთვნის გაეროს გენერალურ მდივანს პანგი მუნს, რომელმაც წლევანდელი მშვიდობის დღე ახალგაზრდობისა და განვითარების დღედ გამოაცხადა.
"მშვიდობა უდრის მომავალს", წლევანდელი მშვიდობის დღის დევიზია როგორ გვესმის მშვიდობა? ეს მხოლოდ ომის საპირისპირო ცნებაა, თუ უფრო მეტია?
როგორ მივაღწიოთ მშვიდობას? მშვიდობის საქმე მხოლოდ სახელმწიფოს ლიდერები, პოლიტიკოსებისა და სამხედროების საკეთებელია, თუ მშვიდობის მიღწევა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა?
დღეს მსოფლიოში მშვიდობისათვს ბევრი უცნობი და ბევრი გამოჩენილი ადამიანი ზრუნავს. გაეროს კეთილი ნებისა და მშვიდობი ელჩებია არიან: სტივ უანდერი, ჯორჯ კლუნი, შარლიზ სტერონი, პაოლო კოელიო და ბვერი სხვა ცნობილი ადამიანი.
რატომ უდრის მშვიდობა მომავალს? რადგანაც მხოლოდ მშვიდობიან გარემოში შესძლებენ ახალგაზდები თავისი პოტენციალის გამოვლენას – და კიდევ, ახალგაზრდებს შეუძლიათ დღესვე დაიწყონ მშვიდობის შენება... ასრულებს თავის მიმართვას პანგი მუნი.