ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად და დაპირისპირებული მხარეებისთვის სამოქალაქო საზოგადოების პოზიციების უკეთ გასაცნობად 47 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არჩეულ იქნა 15-წევრიანი ნდობის ჯგუფი, რომელმაც შეხვედრები ჩაატარა როგორც არასაპარლამენტო, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან (მათ შორის, მინისტრ დიმიტრი შაშკინთან), საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან, ელჩებთან (პიტერ სემნები, ერიც ფურნიე, ივან იესტრაბ და სხვ.). ნდობის ჯგუფის საქმიანობა მასმედიის ყურადღების ფოკუსშია.