ნატოსა და ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩიკაგოს სამიტზე შეხვედრას გამართავენ

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ჩიკაგოს დაგეგმილი სამიტის ფარგლებში "ასპირანტი ქვეყნებიდან" თავიანთ კოლეგებს შეხვდებიან, რათა დაადასტურონ, რომ ალიანსი კვლავ ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება იმის მიუხედავად, რომ ამ სამიტზე გაფართოება არ მოხდება, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა 10 მაისს.
ვრცლად...
აშშ "ძალიან აქტიურია" აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არაღიარების საქმეში

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა განაცხადა 10 მაისს, რომ ვაშინგტონი "ძალიან აქტიურია", რათა არ დაუშვას სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ნებისმიერი შემდგომი საერთაშორისო აღიარება.
ვრცლად...
პუტინი სოჭში ანქვაბს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტად ინაუგურაციიდან ოთხ დღეში ვლადიმერ პუტინი სოჭში 11 მაისს სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა. "ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა დამოუკიდებელი აფხაზეთის სახელმწიფოს ასაშენებლად, თუმცა კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. ვიცი, რომ ბევრი პრობლემაა", – მიმართა პუტინმა ანქვაბს შეხვედრამდე და დასძინა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალი სასაზღვრო–გამშვები პუნქტი გააადვილებს ხალხის გადაადგილებას.
ვრცლად...
პუტინი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 12 მაისს სოჭში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან გამართა მოლაპარაკებები, რომლის დროსაც რეგიონს მხარდაჭერა აღუთქვა და იმედი გამოთქვა, რომ "სიტუაცია გამოსწორდება".
ვრცლად...
საპარლამენტო არჩევნები "უზარმაზარ უსაფრთხოების განზომილებას" შეიცავს

ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები "უზარმაზარ უსაფრთხოების განზომილებას შეიცავს", რადგანაც რუსეთმა განზრახ დაამთხვია ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი სამხედრო წვრთნები საქართველოს არჩევნებს, განაცხადა სააკაშვილმა 12 მაისს.
ვრცლად...
რასმუსენი: ჩიკაგოს სამიტი თვალსაჩინოდ აღიარებს საქართველოს პროგრესს
საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე მისი წვლილი ტრანს-ატლანტიკურ უსაფრხოებაში, ნატო-ს მიერ "ძალიან თვალსაჩინოდ" იქნება აღიარებული 20–21 მაისის ჩიკაგოს სამიტზე, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში.
ვრცლად...
ევროკავშირის ანგარიში საქართველოზე

ევროკომისიამ 15 მაისს ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა ევროკავშირსა და მის მეზობლებს, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობებში არსებული პროგრესის შესახებ.
ანგარიში მოიცავს 2011 წელს რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ წარმატებებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრ ქვეყნებში და იმ მიმართულებებს გამოყოფს, სადაც შემდგომი ძალისხმევის გამოჩენაა საჭირო.
ვრცლად...
ეროვნული ამოცანები და სამოქმედო ჩარჩო

მთავრობის განკარგულებით, აშშ ეროვნული სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს შემდეგი ხუთი მაღალი პასუხისმგებლობის ამოცანის შერულებას:
- ეროვნული ინტეგრაცია და ინსტიტუციონალიზაცია: უწყებათაშორისი კოორდინაციის, პოლიტიკური კურსის განვითარების, გაზრდილი პროფესიული მომზადების გაუმჯობესების, განათლებისა და შეფასების გზით, შეერთებული შტატების მთავრობა მოახდენს მისი დიპლომატიურ, განვითარების და თავდაცვის სფეროში ჩატარებული სამუშაოს მიმართ გენდერული მიდგომის ინსტიტუციონალიზაციას კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში.
ვრცლად...
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამოქმედო გეგმა "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე"

"ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" ეროვნული სამოქმედო გეგმის მიზანი რამდენადაც მარტივია, იმდენად სიღრმისეულია. ეს გეგმა მიზნად ისახავს მსოფლიოს ნახევარ მოსახლეობას მიეცეს უფლებამოსილება, რომ მათ, როგორც თანასწორუფლებიანმა პარტნიორებმა შეაჩერონ კონფლიქტი და ააშენონ მშვიდობა საფრთხის ქვეშ მყოფ და ომის, ძალადობისა და დაუცველობის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებში. ამ მიზნის მიღწევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი, როგორც ეროვნული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის.
ვრცლად...
|
|
|
|
|
|
გვერდი 1. სულ 14 გვერდი |