სოხუმში რუსი მესაზღვრეებისთვის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

სეპარატისტულ აფხაზეთში განთავსებული რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის მესაზღვრეებისთვის და მათი ოჯახებისთვის სოხუმში საცხოვრებელი კომპლექსი შენდება.

See more details
Freedom House: საქართველო " ნაწილობრივ თავისუფალ " ქვეყნად რჩება

საქართველოს მაჩვენებლები Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში უცვლელია და ის კვლავ "ნაწილობრივ თავისუფალ" ქვეყანად რჩება.

See more details
პუტინი: ‘ არ არსებობს იმის გარანტია, რომ აშშ საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას არ განათავსებს ’

არ არსებობს იმის გარანტია, რომ აშშ საქართველოში თავის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას არ განათავსებს და თუ ეს მოხდა, "საშინელება" იქნება, რადგანაც ამ შემთხვევაში რუსეთს თავისი "შეტევითი სისტემების" საქართველოზე დამიზნება მოუწევს, განაცხადა რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა.

See more details
საარჩევნო კოდექსის ძირითადი სიახლეები

ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც პარლამენტმა 27 დეკემბერს დაამტკიცა, ძალაში 10 იანვრიდან შევიდა მას შემდეგ, რაც კანონის საბოლოო ტექსტი "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა.

See more details
ანქვაბი აფხაზეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლო გაძევებაზე საუბრობს

ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აფხაზეთის მაცხოვრებლების ევროპულ ქვეყნებში გასამგზავრებლად მათ ქართული სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების აღებას სთავაზობენ, "დატოვებენ აფხაზეთს", განაცხადა სეპარატისტული რეგიონის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა.

See more details
სოხუმი თბილისის ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტებს აკრიტიკებს

სოხუმმა განაცხადა, რომ ის "სერიოზულადაა შეშფოთებული" იმ ინფორმაციის გამო, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ აღიარა სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები, რომლებიც თბილისმა სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის შემოიღო. სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აფხაზეთთან ჩართულობის ხელშეწყობის თაობაზე დეკლარირებული მიზნის ნაცვლად, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები ფაქტიურად "აფხაზეთის იზოლაციას" იწვევს.

See more details
ჯიოევა: განმეორებითი არჩევნები " უკანონოა"

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ განუცხადა დღეს ცხინვალში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომ 25 მარტს დაგეგმილი განმეორებითი არჩევნები "უკანონოა" და იგი მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

See more details
ობამა თეთრ სახლში სააკაშვილს უმასპინძლებს

პრეზიდენტი ობამა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს 30 იანვარს თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში უმასპინძლებს, სადაც მთელი რიგი საკითხები იქნება განხილული, დაწყებული თავდაცვის სფეროში თანამშრომლობიდან და დამთავრებული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით.

See more details

წითელი ცისფერი ნაცრისფერი მწვანე

iccn

დაარსდა 1994 წელს

კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN)

არის დამოუკიდებელი, არამომგებიანი და მიუკერძოებელი ორგანიზაცია, რომლის მიზანია მშვიდობის და განვითარების ხელშეწყობა, დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა. წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან არასამთავრობო ორგნაიზაციას კავკასიაში. ICCN ჩამოყალიბდა და დარეგისტრირდა საქართველოში, როგორც არასამთავროო ორგანიზაცია 1994 წელს ჯონ და ქეტრინ მაკარტურების ფონდის ფინანსური ხელშეწყობითა და სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის ცენტრის მხარდაჭერით. Read more >>>

დრო მშვიდობისა :: ICCN


მსოფლიოში
ტუნისის დემოკრატიულ არჩევნებში ზომიერმა ისლამისტებმა გაიმარჯვეს

ტუნისის დემოკრატიულ არჩევნებში ზომიერმა ისლამისტებმა გაიმარჯვეს

რუსეთის მსო–ში გაწევრიანება შესაძლოა რამდენიმე საათში გადაწყდეს

რუსეთის მსო–ში გაწევრიანება შესაძლოა რამდენიმე საათში გადაწყდეს

"სოციალური კვლევისა და ანალიზის" ინსტიტუტმა სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა.

"სოციალური კვლევისა და ანალიზის" ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, არსებული ხელისუფლების მხოლოდ არჩევნების გზით შეცვლა გამოკითხულთა 75,7%-ს რეალურად მიაჩნია.

ამ ეტაპზე ხელისუფლების არანაირი გზით ცვლილებას არ ელის რესპონდენტთა 12,2%.

ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, მისი რევოლუციის გზით შეცვლას რეალურად მიიჩნევს 3,6%; ხოლო 3,2%-ის აზრით, არჩევნებამდე რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა რეალურია.

კითხვაზე, როგორია თქვენი პოზიცია ხელისუფლების შეცვლის გზებთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 5,3%-ს პასუხის გაცემა უჭირს.

კითხვას, რა მოლოდინებს უკავშირებთ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, 52,8% პასუხობს - ივანიშვილის სახით პოლიტიკაში მოვა ახალი ძალა, რომელიც ქვეყანაში ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის.

www.interpressnews.ge


კონფლიქტოლოგიის ცენტრი ჩრდილოეთ კვიპროსზე ქართველ, ოს და აფხაზ ჟურნალისტებს უტარებს ტრენინგს სამშვიდობო ჟურნალისტიკაში

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის 2011 წლის სამოქმედო გეგემის მონიტორინგი

ევროპის სამეზობლო პოლიტიკაკონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი აპროდევის მხარდაჭერით ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად უკვე მესამე წელია ახორციელებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ცალკეული სფეროების მონიტორინგს.

გადასვლა ვებ გვერდზე

წიგნის პრეზენტაცია

რუსეთი და საქართველო : კრიზისიდან გამოსვლის გზები2011 წლის 8 თებერვალს გაიმართა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) მიერ გამოცემული წიგნის "რუსეთი და საქართველო : კრიზისიდან გამოსვლის გზები" პრეზენტაცია. გამოცემის ფინანსური მხარდამჭერია შეიარაღებული კონფლიქტების თავიდან აცილების გლობალური ქსელი (GPPAC), რომლის მაკოორდინირებელი ცენტრი მდებარეობს ჰააგაში. წიგნს, რომელიც რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა, ქართველი და რუსი ათი ავტორი ჰყავს. პუბლიკაცია არის სტატიების კრებული, რომლებიც შეიქმნა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული პროექტის სახელად "სტამბოლის პროცესი" ორწლიანი გამოცდილების საფუძველზე. პროექტის ფარგლებში, სტამბოლში გაიმართა ქართველი და რუსი დამოუკიდებელი ექსპერტების რამდენიმე შეხვედრა.


კონფლიქტების ანალიზისა და გადაწყვეტის ინსტიტუტი ქართულ-ოსური პროცესი - "თვალსაზრისი"

კონფლიქტების ანალიზისა და გადაწყვეტის ინსტიტუტი ქართულ-ოსური პროცესი - "თვალსაზრისი"2008 წლის დეკემბერში ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტმა უმასპინძლა სამშვიდობო პროცესის - "თვალსაზრისის"ქართველ და ოს მონაწილეებს. შეხვედრა შედგა უნივერსიტეტის კონფლიქტების ანალიზისა და გადაწყვეტის ინსტიტუტის დასასვენებელ/საკონფერენციო სახლში (მეისონ ნექი, ვირჯინია). ამ შეხვედრით დაიწყო დისკუსიების სერია, რომელმაც გააფართოვა მონაწილეთა თვალთახედვა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ დაპირისპირებულ მხარეთა შორის ნდობის აღდგენის შესაძლებლობათა შესახებ. "თვალსაზრისის" შვიდმა შეხვედრამ მის მონაწილეთა შორის მრავალი საერთო პრობლემა წარმოაჩინა, რომელთაც, შესაძლოა, მხარეთა შორის ნდობის აღდგენის პროცესს შეუწყონ ხელი.  ვრცლად . . .

ვებ-საიტი: www.icar.gmu.edu

მულტიმედია

********

TV25-ის გადაცემა დიალოგის სტუმარი ფსიქოლოგი, კონფლიქტოლოგი თინათინ ასათიანი: თემა "კონფლიქტის მოგვარების გზა"

პროგრამები


GPPAC South CaucasusSince 2003 ICCN acts the Regional Secre
Engagement Through DThe wars over Abkhazia and South Osset
Combating Gender-Bas "Combating Gender-Based Violence in t
Creating Discourse a German Church Development Service - E

დონორები და პარტნიორები

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მიერ მომზადდა სოციოლოგიური კვლევა: თბილისის მოსახლეობის ღირებულებები.

მკვლევართა გუნდი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა პროექტზე, რომლის მიზანი იყო თბილისის მოსახლეობის ღირებულებათა სისტემის გამოკვლევა. სოციოლოგიურმა გამოკითხვამ მთელი თბილისის ზრდასრული მოსახლეობა მოიცვა (1030 ადამიანი) და იგი ფარავს სოციალური ცხოვრების მრავალ ასპექტს: ინდივიდის ღირებულებები, სოციალური ნორმები, სოციალური აქტივობა, რელიგია, პოლიტიკა, პრიორიტეტები, ნდობა, ეკოლოგია.

გთავაზობთ მასალებს, რომელიც ეხება კვლევის პოლიტიკის ბლოკს

მალე ბლოკები: რელიგია, ნორმები, პრიორიტეტები, გენდერი, ეკოლოგია, სოციალური აქტივობა, ინდივიდუალური ღირებულებები და სხვა.

ჩვენთან

Peace Journalism for the South Caucasus journalists

Read more

ჟურნალი დრო მშვიდობისა # 2

კონფლიქტები საქართველოში

ავტორიზაცია / რეგისტრცია



Online მხარდაჭერა

სტატისტიკა

ukrainian brides homepage counter счетчик сайта
სხვა კატეგორიები

ICCN სოციალურ ქსელებში

Facedook

Youtube

Paceportal