კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN) არის დამოუკიდებელი, არამომგებიანი და მიუკერძოებელი ორგანიზაცია, რომლის მიზანია მშვიდობის და განვითარების ხელშეწყობა, დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა. წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან არასამთავრობო ორგნაიზაციას კავკასიაში. ICCN ჩამოყალიბდა და დარეგისტრირდა საქართველოში, როგორც არასამთავროო ორგანიზაცია 1994 წელს ჯონ და ქეტრინ მაკარტურების ფონდის ფინანსური ხელშეწყობითა და სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის ცენტრის მხარდაჭერით. ICCN ასრულებს აქტიურ როლს მშვიდობისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში საქართველოსა და კავკასიის რეგიონში.